"ბარსელონას" ტოდიბოს სარფიანად გაყიდვის შანსი გაუჩნდა

"ბარსელონას" ტოდიბოს სარფიანად გაყიდვის შანსი გაუჩნდა

ჟან-კლერ ტოდიბოს "ბარსელონაში" დიდი მომავალი არ აქვს. კატალონიიდან აბარგება თავად ფეხბურთელსაც სურს და კლუბსაც მისგან ტარნსფერებისთვის თანხის გამომუშავების ეიმედება.

დიდი ხნის განმავლობაში "ბარსელონას" იმედი ჰქონდა, რომ 20 წლის ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ გაყიდდა, მაგრამ ბოლოს ყველა მიხვდა, რომ ეს არარეალურია. მოულოდნელად კი "ბლაუგრანას" ინგლისიდან დაუკავშირდნენ.

როდესაც შენ ფეხბურთელის გაყიდვა გინდა და მისით ინგლისიდან ინტერესდებიან, ეს დიდად სასიხარულო ამბავია, რადგან ცნობილია, რომ პრემიერ ლიგის გუნდები ტრანსფერებში ხელგაშლილები არიან. ამას ნელსონ სემედუს "ვულვერჰემპტონში" სავარაუდოდ 40 მილიონად გადასვლაც მოწმობს.

კატალონიური Sport-ის ცნობით, ტოდიბოს დამატების სურვილი "ფულემმა" გამოთქვა, რომელსაც აქამდე "ბარსას" ყოფილ ფეხბურთელს, "სასუოლოში" მოთამაშე მარლონ სანტოსს უაკვშირებდნენ. წყაროს მტკიცებით, ინგლისელები მზად არიან "ბარსას" 18 მილიონი ახლა გადაუხადონ, 5 მილიონი კი ბონუსების სახით.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" "ფულემის" შეთავაზებით მოხიბლულია და ტოდიბოს გადაწყვეტილებას ელოდება.

თუ კატალონიელებმა სემედუ და ტოდიბო ინგლისში ხსენებულ თანხებად გაყიდეს, მაშინ მათ მარჯვენა მცველის (სავარაუდოდ სერჟინიო დესტი) და ცენტრალური მცველის (ერიკ გარსია) ფული ნამდვილად ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 სექტემბერი 2020 01:19
    3
    მაგ გარსიას ან მოიყვანენ ან არა აი ვერ ვხვდები ამას რატო უშვებენ უმაგრესი ბიჭია აი უმაგრესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 სექტემბერი 2020 00:48
    1
    არადა ფიზიკური მონაცემებით ბერვს ჩაისვავს ჯიბესი რაც ეხლანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმ ფარფატა პეპლა გარსიას მირჩევია მის საყიდლად უკანალზე რო იხევიან, თურმე ბიჭს სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა ხიბლავს და კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, ერთი ჩვეულებრივი მოთამაშეა რომლის მაგივრად საყრდენ ფერნანდინიოს ეწევა ხოლმე უკან პეპი და სკამზე უგდია ეს იმიტო გარბის სიტიდან, ეს რო მაგარი იყოპს პეპი ის კაცია რო სკამზე დაელპო ბოლოსდაბოლოს ბარტრა ყავდა ამპოწეული პირველ გუნდში და იმას აძლებდა დროს, ორი გარსიაზე მაგარი ბიჭი გუნდსი გყავდეს არ გავკარი გრსიას თუ ახალგაზრდები გინდა მიეცი იმათ დრო ტოდიბო არაუხოს ვგულისხმობ
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #3 22 სექტემბერი 2020 22:37
    1
    გამოსყიდვჯს უფლებით გაუშვან
    გულშემატკივარი [?]
    #2 22 სექტემბერი 2020 22:09
    0
    ძალიან მინდა რო ტოდიბო პრემიერ ლიგაში ვნახო თანაც ფულემის ნაირ გუნდში უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს♥️ მხოლოდ კარგი თუ გამიხარდება მისგან
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 22 სექტემბერი 2020 22:01
    0
    ეგ ორი რო გაყიდონ. 55 მილიონად. დესტი 20, გარსია 20 და დეპაიც 30. სულ 15 მილიონის დამატება მოუწევთ და გუნდიც გაძლიერდება საკაიფოდ და ლა ლიგას უეჭველი დავდებთ მაგ სასტავით და ლიგაზეც შეიძლება ვქნათ რამე