ყოფილი აგენტი: მესიმ "არსენალში" თამაშზე უარი თქვა

ყოფილი აგენტი: მესიმ "არსენალში" თამაშზე უარი თქვა

ლიონელ მესის ყოფილი აგენტი ფაბიან სოლდინი აცხადებს, რომ "ბარსელონას" აკადემიაში თამაშის დროს, არგენტინელის ლონდონის "არსენალში" გადასვლა საკმაოდ რეალური იყო, თუმცა კატალონიური კლუბის მომავალმა ლეგენდამ ტრანსფერზე უარი თქვა. 

"2003 წელს მესის "არსენალში" გადასვლა შეეძლო, მაგრამ მან უარი თქვა. მახსოვს დღე, როცა სესკ ფაბრეგასმა "ბარსელონას" დატოვება მოითხოვა. ამ დროს წასვლა მესისაც სთხოვეს, თუმცა ლეოს ეს არ უნდოდა". - ციტირებს სოლდინის სიტყვებს Marca. 

სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ახალგაზრდულ გუნდში მაშინ მესისთან ერთად ირიცხებოდა, "არსენალში" გადასვლის გადაწყვეტილება "ბარსას" შემადგენლობაში სათამაშო დროის სიმცირის გამო მიიღო. ის ლონდონში 8 წლის განმავლობაში დარჩა, შემდეგ კი კატალონიაში დაბრუნდა და პირველ გუნდში 3 სეზონი გაატარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.