Sport: "ბარსელონამ" პედრის თაობაზე სამი შემოთავაზება უარყო

Sport: "ბარსელონამ" პედრის თაობაზე სამი შემოთავაზება უარყო

"ბარსელონას" 17 წლის ფეხბურთელის, პედრის, იჯარით რამდენიმე ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა კატალონიურმა კლუბმა ყველა შემოთავაზება უარყო.

Sport-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი", მიონხენგლადბახის "ბორუსია" და პსვ იყვნენ ის გუნდები, რომელთაც პედრის იჯარით აყვანა სურდათ. "ბარსელონა" კი ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის საუკეთესო გზად კატალონიაში დარჩენას მიიჩნევს, თუმცა აქაც გარკვეული სირთულებია.

"ლას პალმასთან" 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პედრის კანარელთა რიგებში იჯარით ორი სეზონი უნდა გაეტარებინა. "ბარსას" პედრის წამოყვანა 2020 წლის ზაფხულში იმ პირობით შეეძლო, რომ მას პირველი გუნდის წევრად გააფორმებდა ან რომელიმე უმაღლეს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდში გაანათხოვრებდა. სხვა შემთხვევაში (მაგალითად, მისი "ბარსა B-ში" დარეგისტრირება) პედრი "ლას პალმასში" თამაშს კიდევ ერთი წლით გააგრძელებს.

ჯერჯერობით, კლუბის ხელმძღვანელობას არსებულ სიტუაციაში მოქმედების გეგმა მოფიქრებული არ აქვს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ ამხანაგურ მატჩებში ნაჩვენები თამაშით პედრიმ გულშემატკივართა სიმპათია უკვე მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2020 18:05
    0
    Magari bichia.. imedia kumani mainc miaqcevs axalgazrdebs yuradgebas.. yvelas chirdeba dro. Dzaan magari taobaa
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    #1 22 სექტემბერი 2020 16:49
    0
    არსად გასაშვები არა დატოვონ