ლუის სუარესის გამომცდელების დიალოგი ტესტირებისას

ლუის სუარესის გამომცდელების დიალოგი ტესტირებისას

როგორც იცით, იტალიის პოლიცია ლუის სუარესს თაღლითობაში ადანაშაულებს. ურუგვაელმა ფეხბურთელმა 17 სექტემბერს იტალიური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა "ჩააბარა".

პერუჯას სამართალდამცავები იწმუნებიან, რომ "ბარსელონელმა" საგამოცდო საკითხები წინასწარ შეათანხმა. 

El Chiringuito კი გამოცდის დროს მიმდინარე დიალოგს ასაკაროვებს:

I გამომცდელი: "მან იტალიური არ იცის, ის მხოლოდ ზმნის განუსაზღვრელ ფორმას იყენებს და ზმნის უღლებას - ვერა. ჟურნალისტებმა რომ რამე ჰკითხონ, ვერაფერს იზამს."

II გამომცდელი: "წელიწადში 10 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშაოს და გამოცდის ჩაბარება აუცილებლად სჭირდება. უბრალოდ თქვი, რა ქულა გინდა და ეგაა".

როგორც იცით, სუარესს იტალიაში გადასაბარგებლად ხსენებული გამოცდის ჩაბარება სჭირდებოდა. თუმცა, სიტუაცია მაინც ისე შემოტრიალდა, რომ ურუგვაელი ისევ ესპანეთში რჩება და, გავრცელებული ჭორების თანახმად, "ატლეტიკოში" გადაბარგდება

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.