პერუჯას პოლიცია ადასტურებს, რომ სუარესმა თაღლითობა ჩაიდინა
- 22-09-2020, 13:34
-
Tsitsi
- 4

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა, ლუის სუარესმა იტალიური ენის გამოცდა თაღლითობით ჩააბარა.
აღნიშნულ თემას პერუჯას პოლიცია ეხმაურება და ადასტურებს, რომ გამოძიების შედეგად, გარკვეული სამხილები აღმოაჩინეს.
"კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, ლუის ალბერტო სუარეს დიასის გამოცდის თემები წინასწარ იყო შეთანხმებული.
ტესტირების ქულა იქამდე იყო დადგენილი, ვიდრე საერთოდ საგამოცდო პროცესი წარიმართებოდა".
როგორც იცით, სუარესს B1 დონის გამოცდის ჩაბარება იტალიის მოქალაქეობისათვის სჭირდებოდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სუარესს იტალიურად სიტყვის ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია. ის მხოლოდ ზმნის განუსაზღვრელ ფორმას იყენებს.
🔥🔥Italy, opens an investigation into the test conducted by Suarez, questions were agreed upon and the result was drawn up before the start of the test pic.twitter.com/AkRVhkT2eb
— Barçamania.Ge (@barcamaniage) September 22, 2020
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]