Ansa: სუარესს იტალიური ენის გამოცდის კითხვები წინასწარ მიაწოდეს
- 22-09-2020, 13:14
-
josephk
- 1

ლუის სუარესმა, იტალიური ენის B1 დონის სერტიფიკატი გამოცდის წესების დარღვევით აიღო, იტყობინება Ansa.
იტალიური გამოცემა წერს, გამოძიების წინასწარი შედეგებით, ურუგვაელს კითხვები, რომელიც პერუჯას უნივერსიტეტში, გამოცდაზე შეხვდებოდა, წინასწარ მიაწოდეს. ასევე, თავიდანვე იყო შეთანხმებული გამოცდის ქულაც.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ლუისმა სერტიფიკატის აღება შეძლო, მისი "იუვენტუსში" ტრანსფერი მაინც არ შედგა. "ბიანკონერიმ" ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ალვარო მორატა შეიძინა. სუარესი კი, დიდი ალბათობით, მადრიდის "ატლეტიკოს" შეუერთდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]