დიეგო სიმეონეს თბილი ფრაზები ლუის სუარესს

დიეგო სიმეონეს თბილი ფრაზები ლუის სუარესს

დიგეო სიმეონე ლუის სუარესის "ატლეტიკოში" გადაბარგების თემაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. არგენტინელმა სპეციალისტმა ურუგვაელ შემტევთან რამდენიმეჯერ ისაუბრა და გადასვლაში დაარწმუნა, რადგან მასში გუნდის გამაძლიერებელ ძალას ხედავს.

დიეგო ლუისზე 2013 წელს, საუბრობდა, როდესაც "ბარსას" ცხრიანი მაშინ ჯერ კიდევ "ლივერპულში" თამაშობდა:

"ლუისზე ცუდს ვერ ვიტყვი, ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია". მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს "ელ პისტოლერო" "ბარსას" შეუერთდა, "ჩოლო" მის შექებებს მაინც არ ერიდებოდა.

დიეგო 2014 წლის ნოემბერში: "როცა ლუისი იმ ადგილს იპოვის, რომელიც მწვრთნელს მისთვის აქვს გამონახული, ის გუნდს სხვა დონეზე აიყვანს. ის აგრესიული, ძლიერი, ინტენსიური მოთამაშეა...ურუგვაელს გოლის გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია".

დიეგო 2015 წლის იანვარში: "სამხრეთ ამერიკელი საუკეთესო ცხრიანია, ვინც კი შეიძლება გუნდს ჰყავდეს. სრულყოფილი ფეხბურთელია".

სიმეონესა და ლუისის ამგვარმა ურთიერთობამ, შესაძლოა, შედეგი მართლაც გამოიღოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.