ოფიციალურად | ნელსონ სემედუმ "ბარსელონა" დატოვა
- 23-09-2020, 13:03
-
Tsitsi
- 22

კატალონიის "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს, რომ კლუბში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, ნელსონ სემედუ "ვულვერჰემპტონში" გადაბარგდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერები" მარჯვენა მცველში 30 მილიონ ევროს მიიღებენ (+10 მილიონი ბონუსებში).
"ნელსინიომ" "ბლაუგრნაში" ყოფნის დროს მონაწილეობა 122 შეხვედრაში მიიღო - ლა ლიგაში მან 82 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე - 23, ესპანეთის სუპერ თასზე - 2, ხოლო კოპა დელ რეიზე - 16.
პორტუგალიელმა "ბარელონასთან" ერთად შემდეგი ტიტულები აღმართა: ლა ლიგა 1X, ესპანეთის სუპერ თასი 2X.
"ვულვერჰემპტონის" პრეზიდენტი, ჯეფ ში სემედუზე კომენტარს აკეთებს: "ყოველთვის არ გვეძლევა შანსი, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მსოფლიო კლასის კლუბიდან შევიძინოთ. სემედუს გაფორმება ნიშნავს, რომ განვითარებას არასდროს შევწყვეტთ".
🐺🐺🐺 pic.twitter.com/iPxKJQdKwD
— Barçamania.Ge (@barcamaniage) September 23, 2020
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]