ნაწყვეტი ფრანსიშკუ ტრინკაუს დოკუმენტური ფილმიდან

ნაწყვეტი ფრანსიშკუ ტრინკაუს დოკუმენტური ფილმიდან

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულმა, ფრანსიშკუ ტრინკაუმ საკმაოდ მცირე პერიოდში გულშემტკივრების გულის მოგება შეძლო.

ახლა კი კლუბის ოფიციალური არხი პორტუგალიელს დოკუმენტურ ფილმს უძღვნის, რომლის ხილვაც მხოლოდ Barca TV-ზეა შესაძლებელი.

იმის გამო, რომ არხი ფასიანია, გთავაზობთ ფილმის საუკეთესო ციტატებს.

"ყველაზე ადრეული  მოგონებები ბურთს უკავშირდება და, აი, ჩემი გატაცებაც აქედან დაიწყო. ძლიერი მენტალობის ვარ. ყოველთვის გამარჯვებისკენ მივისწრაფი.

ერთხელ მასწავლეს, რომ თუ გულმოდგინედ იშრომებ, შენს მიზნებს მიუახლოვდები. საბოლოოდ, მამაჩემის დახმარებით, ბრაგაში ფოკუსირების კარგი უნარი და დისციპლინა განმივითარდა. 

დანებებაზე არასდროს მიფიქრია. პატარაობაში, როდესაც სათამაშოდ გავდიოდი და ბურთი ან მავიწყდებოდა, ან უბრალოდ არ მქონდა, სანაპიროზე მოთამაშე ბავშვებთან ვმეგობრდებოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაშს ვერ შევძლებდი.

მამაჩემი ფსიქიკის გაძლიერებაში დამეხმარა. ის სულ მიხსნიდა, რომ მუდმივად განვითარებისათვის შრომა მარტივი არ არის. მან მიმახვედრა, რომ თუ ცხოვრებაში რაღაც მინდა, ამისათვის უნდა ვიმუშაო კიდეც."- ამბობს ტრინკაუ.

"ძალიან ბევრს ვთამაშობდით. მახსოვს, 18 თვის იქნებოდა, როდესაც ჩემთან ფეხბურთის თამაშისას სერიოზულად გამოიყურებოდა. რადგანაც, მას გამარჯვება უყვარდა და მარცხს ვერასდროს ეგუებოდა. ჩვენი თამაში 10 ბურთის გატანამდე გრძელდებოდა", - ამბობს ტრინკაუს მამა.

"მამაჩემი 9-0 მოგებებით იწყებდა, შემდეგ ვბრაზდებოდი და თამაშზე უარს ვამბობდი, თუმცა ის თავზე ხელს მკიდებდა და მეუბნებოდა, რომ მატჩი დასრულებული არ იყო. ამის შემდეგ, 9 გოლს მატანინებდა. ამ დროს მამა ყურებში ჩამძახებდა - "სტადიონი ხალხითაა სავსე, რომელიც შენს კიდევ ერთ გოლს მოელის". და შემდეგ, ანგარიში 9-10 ხდებოდა. ამით მიმტკიცებდა, რომ შეუძლებელი არაფერია. აუცილებელია, რომ განვვითარდეთ და სანამ ყველაფერი დასრულდება, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. 

ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის მიმართ ადრიდანვე ძალიან მომთხოვნი ვიყავი, ამით კი დეტალების დაფასება ვისწავლე", - ამბობს ტრინკაუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.