კურიოზული მიზეზი, რის გამოც სუარესის "ატლეტიკოში" გადასვლა ჭიანურდება
- 22-09-2020, 09:23
-
Writer
- 7

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლუის სუარესმა და "ბარსელონამ" შეთანხმებას მიაღწიეს და ურუგვაელი მადრიდის "ატლეტიკოში" უფასოდ გადადიოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეთანხმების მიუხედავად, ჟოზეპ მარია ბართომეუ ტრანსფერის წინააღმდეგია.
ახლა უკვე გაუგებრობის მიზეზებიც ცნობილია. RAC1-ის ცნობით, "ბარსელონა" და სუარესი შეთანხმდნენ შემდეგზე: კლუბი ფეხბურთელს მომდევნო წლის ხელფასის დაახლოებით ნახევარს გადაუხდიდა; სუარესი კლუბს უფასოდ დატოვებდა; სუარესს უფლება ექნეობდა უფასოდ გადასულიყო სხვა კლუბში გარდა "რეალისა", "პარი სენ-ჟერმენისა" და მანჩესტერული "სიტისა" და "იუნაიტედისა". მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, დარჩენილი იყო მხოლოდ დოკუმენტებზე ხელმოწერა.
მას შემდეგ, რაც პრესაში გაჟღერდა, რომ სუარესი "ატლეტიკოში" გადადის, ბართომეუ მიხვდა, რომ მის კლუბს შეთანხმებაში, გამონაკლისებში, "ატლეტიკო" გამორჩა. დიახ, ასეთი მმართველობა ჰყავს დღეს "ბარსას" - "ატლეტიკო" "გამორჩათ". არადა, "ბარსელონას" ალბათ ყველა გულშემატკივარმა იცის, რომ მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ლუის სუარესის დამატებასთან ახლოს მხოლოდ "იუვენტუსი" და "ატლეტიკო" იყვნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]