"ბარსა" ლა ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება | ფოტო და ვიდეომასალა

"ბარსა" ლა ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება | ფოტო და ვიდეომასალა

როგორც იცით, კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგას "ვილიარეალთან" დაპირისპირებით იწყებს. შეხვედრა 27 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ეს პირველი ოფიციალური მატჩი იქნება რონალდ კუმანისათვის, რომელმაც "ბლაუგრანა" ახლახან ჩაიბარა. შესაბამისად, შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გულშემატკივრებისათვის ორმაგად საინტერესოა.

რაც შეეხება თავად კლუბს, ის პირველი 3 ქულის მოსაპოვებლად მთლიანი ძალებით ემზადება. "ბარსას" ოფიციალური Youtobe არხი გვთავაზობს სესიის ამსახველ ვიდეოს, სადაც საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშია ნაჩვენები. გამოსარჩევია ფილიპე კოუტინიოს ტექნიკური ილეთებიც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #2 22 სექტემბერი 2020 10:35
    3
    კარგია, კარგად უნდა გაწურო ესენი 😂❤ მომეწონა ვარჯიშის ინტენსივობა 💪💪
    ფანი [?]
    #1 22 სექტემბერი 2020 09:25
    4
    კუმან მიაწექ ჯიგარო