"ბარსა" ახალი მარჯვენა მცველისთვის ბევრის გადახდას არ აპირებს
- 21-09-2020, 21:47
-
kraken
- 7

Diario Sport-ის ცნობით, "ბარსელონა" მარჯვენა მცველის პოზიციაზე 5 მილიონზე მეტის დახარჯვას არ აპირებს.
კატალონიელთა მიზანი იმდენად დამაბრკოლებელია, რომ, შესაძლოა, ლა ლიგის 2020/21 სეზონი მარჯვენა მცველის გარეშეც დაიწყონ.
როგორც მოგეხსენებათ, მუსა ვაგემ გუნდი უკვე დატოვა, ხოლო სემედუ ამასთან ახლოსაა.
ნახსენები წყაროს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" "აიაქსიდან" სერჟინიო დესტის დამატებას იჯარის წესით შეეცდება. თავის მხრივ, ამსტერდამელები ნიდერლანდელს მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერის სახით, 20-25 მილიონად შეელევიან.
სხვა შემთხვევაში, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდში ემერსონი მოსვლას შეეცდება, რომელმაც "ბეტისში" მეორე სეზონი დაიწყო.
საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა "ბარსას" 12 მილიონი დაუჯდება, თუმცა იმედოვნებენ, რომ სევილიელებთან სხვა კომპრომისულ გზას გამონახავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]