სუარესი ვარჯიშზე გამოცხადდა - გუნდი მზადებას განაგრძობს

სუარესი ვარჯიშზე გამოცხადდა - გუნდი მზადებას განაგრძობს

როგორც ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორებიდან ვიცით, კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი "ატლეტიკოს" ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა.

Rac1-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელი ცერემონია ოთხშაბათს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ლუისის ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს.

"ელ პისტოლერომ" ნელსონ სემედუსაგან განსხვავებით, რომელიც ასევე "ბლაუგრანას" დატოვებასთანაა ახლოს, დღევანდელი სავარჯიშო სესია ჩაატარა.

"ბარსელონას" სავარჯიშო ბაზის რიგით მე-2 სტადიონზე დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერებს" "ბარსა ბ-დან" რამოს მინგო დაემატათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 21 სექტემბერი 2020 22:10
    5
    ეხ ლიუს გული შემტკივა ნომერ პირველი პისტოლერო ჩვენი ლეგენდა დევიატკა <3