დავიდ ვილიას ეფექტი და კიდევ 3 დიდი მიზეზი, რატომაც "ბარსამ" სუარესი "ატლეტიკოში" არ უნდა გაუშვას
- 21-09-2020, 17:59
-
ჯერემი რენერი
- 4

"ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს, მადრიდის "ატლეტიკომდე" მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. ფეხბურთელის ტრანსფერს უკვე თითქმის ყველა ესპანური თუ არაესპანური სპორტული გამოცემა იტყობინება, ახლა მხოლოდ ოფიციალური დასტური რჩება...
Tribuna.com გვთავაზობს 4 მიზეზს, რის გამოც "ბარსელონამ" სუარესი "ატლეტიკოში" არ უნდა გაუშვას.
ლა ლიგის კიდევ ერთი პრეტენდენტის შექმნა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მეტოქეებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, "ატლეტიკო" კი სუარესთან ერთად და დიეგო კოსტას გარეშე უდავოდ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე სუარესის გარეშე და კოსტასთან ერთად.
დავიდ ვილიას ეფექტი
პრემიუმ კლასის ფორვარდის მოყვანა "ატლეტიკოს" ლა ლიგის პირველი ტიტულის (18 წლიანი პაუზის შემდეგ) მოგებაში დაეხმარა. დავიდ ვილია იმ დროს 31 წლის გახლდათ, "ბარსელონამ" ესპანელი ნამდვილად სასაცილო თანხის სანაცვლოდ გაასხვისა, ვილიამ ლა ლიგის 2013/2014 სეზონში მადრიდელთა რიგებში 36 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 13-ჯერ აიღო.
შურისძიება
ჯერ კიდევ აგვისტოში, სუარესმა განაცხადა, რომ "ბარსელონაში" მინიმუმ კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვა სურდა, მან ასევე დასძინა, რომ მზად იყო, სათადარიგო სკამზეც დამჯდარიყო. უამრავი ფაქტების გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სუარესის გაშვება ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის იდეაა და არა თავად ლუისის.
იმედგაცრუების და ბორდის მხრიდან უნდობლობის გამო, ის შემდეგ სეზონში ბოლომდე დაიხარჯება და ყოფილ კლუბზე შურსაც იძიებს.
პოტენციალი
მანამ, სანამ მას ოპერაციის ჩატარებას აიძულებდნენ, ურუგვაელი მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის ჩატარებასთან ძალიან ახლოს იყო. ურუგვაელმა სეზონში ჩატარებულ პირველ 23 მატჩში გაიტანა 14 გოლი და მიითვალა 10 საგოლე გადაცემა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]