"ატლეტიკომ" სუარესთან შეთანხმებას მიაღწია

"ატლეტიკომ" სუარესთან შეთანხმებას მიაღწია

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსში" ლუის სუარესის ტრანსფერი გამოირიცხა, ფავორიტად მადრიდის "ატლეტიკო" მიიჩნევა. რამდენიმე კვირის წინ, "ატლეტიკოს" წარმომადგენლებიც აცხადებდნენ, რომ სუარესის ტრანსფერი შეუძლებელი იყო, რადგან მისი კონტრაქტი ძალიან პრობლემატურია და დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.

როგორც MD ავრცელებს, სუარესმა უკვე მიაღწია "ატლეტიკოსთან" პირად შეთანხმებას. ურუგვაელი უარზე არ არის, რადგან მადრიდელთა სპორტული დირექტორი, მიგელ-ანხელ ხილ მარინი და მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, მასთან მუდმივ კონტაქტზე არიან, ყოველდღიურად ატყობინებენ მოლაპარაკებების შესახებ და ფეხბურთელიც ხვდება, რომ "ატლეტიკოს" ბოსები ენდობიან, განსხვავებით "ბარსას" ხელმძღვანელებისგან. რონალდ კუმანის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ ლუის სუარესის გვერდზე გაწევა იყო.

"ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ცხრიანი სულ მალე, 34 წლის შესრულდება. სამწუხაროა, რომ მისი უკანასკნელი შეხვედრა, კატასტროფულად დასრულდა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა გოლის გატანა მაინც მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #13 21 სექტემბერი 2020 18:46
    2
    სუარესის შეუპოვრობა და ბრძოლისუნარიანობა ბევრ თამაშში დაგვჭირდება ... არ უნდა გაუშვან...
    Culé [?]
    #12 21 სექტემბერი 2020 16:15
    5
    ვილია მეორდება რა. ბევრჯერ ამოვიხვნეშებთ ამის ატლეში თამაშის ნახვისას
    გულშემატკივარი [?]
    #11 21 სექტემბერი 2020 15:41
    0
    ფეოლა,
    ნუ კარგი მაშIნ :)
    გულშემატკივარი [?]
    #10 21 სექტემბერი 2020 15:23
    3
    სასტიკად სტყუიან,ბართომეო-კუილა(კუმანი),როდესაც ამბობენ, რომ გუნდის აშენებას მესის გარშემო აპირებენ...თუ მესია ახალ პროექტში(პროექტი არის რო?) მთავარი ღერძი,იმ პარტნიორებს რომელთანაც მესი "უსიტყვოდაა" შეთამაშებული,რად უშვებენ გუნდიდან? ეეხ,ჯერ კიდევ არ ვიცით როგორი სასტიკი მტრის-მაფიის ხელშია ჩავარდნილი "ბარსა".
    მწერალი [?]
    #9 21 სექტემბერი 2020 15:21
    1
    ციტატა: poblenou
    ფეოლა,
    დარწმუნებული ხარ?


    კი, ეგერ ტიაგოში თურმე 10 მილიონს იხდიდნენ : )
    გულშემატკივარი [?]
    #8 21 სექტემბერი 2020 15:09
    0
    ფეოლა,
    დარწმუნებული ხარ?
    გულშემატკივარი [?]
    #7 21 სექტემბერი 2020 15:08
    6
    სუარესი მინიმუმ ხუთი სეზონი 25 გოლის გამტანია თითოში. ფატი პატარაა, რაცარუნდა ნიჭიერი იყვეს თხუთმეტ გოლსაც ვერ გაიტანს ჯერ სეზონში. გრიზმანი კიდევ არაა ცენტრ ფორვარდი და ზოგადად არცაა ეგეთი გამტანი. ამას დამატებული ის, რომ სუარესი იდეალურად უგებს მესის მოედანზე. პასის გაფიქრება და სუარესი იქაა სადაც უნდა იყვეს.რას გადეკიდეთ ამის სირბილს ვერ გავიგე. ვინ თამაშობს მთელი თამაში პრესინგით და თან გოლებსაც ყრიდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #6 21 სექტემბერი 2020 14:51
    2
    ციტატა: cezo45
    გრიზმანი და ფატი არის გუნდში რომელსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე შეუძლიათ თამაში სუარესი კიდევ 34 წლისაა. ერთი გამოსამშვიდობებელი თამაში მოუწყონ და კაი ფასში გაყიდონ სადმე. მართლა ჯობია წავიდეს ან სათადარიგო სკამს უნდა შეეგუოს ბარსაში და საჭიროების შემთხვევაში გამოადგება გუნდს. ასაკიდან გამომდინარე ფიზიკურად ვეღარ გაქაჩავს 90 წითი ითამაშოს ყველა თამაში სამწუხაროა რათქმაუნდა მაგრამ ვარსკვავები ასაკში შედიან ადრინდელ ფორმას კარგავენ და ამას უნდა შევეგუოთ ყველამ

    გრიზმანი ვერ ითამაშებს ცენტრფორვარდს და ფატის იმედზე არ შეიძლება ჯერ ყოფნა.ნიჭი გამოცდილებასთან ერთად იხვეწება.
    მწერალი [?]
    #5 21 სექტემბერი 2020 14:46
    2
    ციტატა: poblenou
    ფეოლა,
    ნუ რამე უნდა მოიფიქრონ, მეეჭვება ბარსელონა 100 მინიონი არ ქონდეს ეხლა, უბრალოდ ბართომეუს ჟიმჟიმი აქვს ეხლა ამდენი ჩავარდნილი ტრანსფერის შემდეგ. ამიტომაც იკავებს თავს, ხო მბაპე ძალიან ძვირია მაგრამ გარანტია ფაქტიურად წარმატების, ასე რომ სანამ რეალში არ წასულა მემგონი შანსი კიდევ არსებობს.


    არ არის საქმე თავშეკავებაში. გუნდი ფაქტობრივად გაკოტრებულია. რომ ჰქონდეს დახარჯავდა ულაპარაკოდ.
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 სექტემბერი 2020 14:43
    0
    ფეოლა,
    ნუ რამე უნდა მოიფიქრონ, მეეჭვება ბარსელონა 100 მინიონი არ ქონდეს ეხლა, უბრალოდ ბართომეუს ჟიმჟიმი აქვს ეხლა ამდენი ჩავარდნილი ტრანსფერის შემდეგ. ამიტომაც იკავებს თავს, ხო მბაპე ძალიან ძვირია მაგრამ გარანტია ფაქტიურად წარმატების, ასე რომ სანამ რეალში არ წასულა მემგონი შანსი კიდევ არსებობს.
    Culé [?]
    #3 21 სექტემბერი 2020 14:37
    3
    გრიზმანი და ფატი არის გუნდში რომელსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე შეუძლიათ თამაში სუარესი კიდევ 34 წლისაა. ერთი გამოსამშვიდობებელი თამაში მოუწყონ და კაი ფასში გაყიდონ სადმე. მართლა ჯობია წავიდეს ან სათადარიგო სკამს უნდა შეეგუოს ბარსაში და საჭიროების შემთხვევაში გამოადგება გუნდს. ასაკიდან გამომდინარე ფიზიკურად ვეღარ გაქაჩავს 90 წითი ითამაშოს ყველა თამაში სამწუხაროა რათქმაუნდა მაგრამ ვარსკვავები ასაკში შედიან ადრინდელ ფორმას კარგავენ და ამას უნდა შევეგუოთ ყველამ
    მწერალი [?]
    #2 21 სექტემბერი 2020 14:31
    1
    ციტატა: poblenou
    სუარესი უნდა წავიდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაშI თუ ბარსელონა შეიძენს მის შემცვლელს, არა დეპაის და არა ლაუტაროს, მბაპე უნდა შეიძინოს ბარსამ ან ფირმინო, სუარესის შეცვლას ლაუტარო ვერ შეძლებს, არ მესმის რა აქვს ლაუტაროს ასეთი გასაგიჟებელი, მოდი ჯერ ინტერში ავიდეს 30 გოლზე ორი სეზონი მაინც და შემდეგ დაფიქრდეს ბარსელონა 110 მინიონის გადახდაზე. სიგიჟეა 110 მილიონის გადახდა ფეხბურთელში რომელსაც ინტერში ერთი საშუალო და ერთი კარგი სეზონი აქვს ჩატარებული. თუ იმიტომ უნდა გადავიხადოთ 110 რომ არგენტინელია და მესისთან უთამაშია ნაკრებში? არ მესმის ეს. მემგონი სწორიც ქნა ბართომეუმ ეგ რომ არ იყიდა ჯერ. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ალბათ ეს იყო მისი მხრიდან.


    მბაპე?
    40 მილიონიც არ გვაქვს დასახარჯად, რა მბაპე?! : ) ტიპი 300 მილიონი ღირს და პერესი პირადად მბაპეს უხდის 100 მილიონს.
    რომც გვქონდეს, ერთხელ უკვე დააპაშოლეს თავის აგენტიანად, თავმოყვარე ფეხბურთელი მაგის მერე ბარსას არ გაეკარება. დროის ამბავია მაგის რეალში გადასვლა.

    არც ფირმინოს გაყიდის ვინმე 80 მილიონზე ნაკლებად. ლივერპულის ძირითადის ფეხბურთელია.

    რეალისტურად, რომ შევხედოთ, ბებერი სუარესის შემცველლსაც ვერ მოვიყვანთ. ვალი თუ ავიღეთ ლაუტაროს გავწვდებით და ღირს თუ არა ვალის ფასად, ეგ ცალკე საკითხია.

    Culé [?]
    #1 21 სექტემბერი 2020 14:04
    10
    როგორც ვილას გაშვება ვინანეთ ატლეტიკოში იმაზე მეტი სანანებელი ეს იქნება. სუარესი არ უნდა გაუშვან ტიპიური 9-იანი არ გვრჩება ბარსაში, სუარესი დღეისთვისაც ერთერთი საუკეთესოა
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)