სემედუს სავარაუდო შემცვლელები

სემედუს სავარაუდო შემცვლელები

როგორც აქამდე დაიწერა, სემედუს შეძენით "ვულვზი" ინტერესდება, გამომდინარე იქიდან, რომ "ლომებმა" წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარეს, კლუბის ხელმძღვანელობამ გვარიანად გაიკრა ხელი ჯიბეზე და ბევრი დახარჯა, გაჩერებას არ აპირებენ და უფრო მეტის დახარჯვის სურვილი აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთისთვის, "ვულვზი", "ბარსელონაზე" მდიდარი კლუბია.

უნდა ითქვას, რომ სანამ ფაბიო სილვაში 40 მილიონ ევროს გაისროდნენ, მანამდე ჰელდერ კოშტა და დოჰერტი გაყიდეს, 16 და 17 მილიონ ევროდ, სულ ცოტა ხნის წინ კი მათი ხაზინა ისევ შეივსო, "ლივერპულმა" "ლომებს" დიეგო ჯოტას სანაცვლოდ 44 მილიონი ევრო გადაურიცხა. ამიტომ, "ვულვზის" ხაზინა ისევ სავსეა და სუსტი რგოლის გაძლიერება სურთ. მას შემდეგ, რაც დოჰერტი ჟოზე მოურინიომ წაიყვანა, მარჯვენა მცველის პრობლემა შეიქმნა და სწორედ ამიტომ, "ვულვზი" მზად არის სემედუში 35-დან 40 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. სიმართლე ითქვას, თუნდაც 30 გადაიხადონ, "ბარსელონასთვის" მაინც კარგი ფასი იქნება.

სემედუს შეცვლის ყველაზე სასურველი კანდიდატი სერჟინიო დესტია. "ბარსა" ისეთ მცველებს ეძებს, რომელთა კონტრაქტებიც საშუალებას იძლევა ზედმეტი დანახარჯის გარეშე გაიფორმონ.

დესტის შეძენა "ბაიერნსაც" სურს, მაგრამ "ბარსას" შეუძლია 19 წლის ფეხბურთელს შესთავაზოს ის, რასაც "ბაიერნი" ჯერჯერობით ვერ შესთავაზებს, ეს არის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა - ადგილი ძირითად შემადგენლობაში. დესტის საბაზრო ფასი, 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

სერჟინიომ ერთხელ უკვე უთხრა უარი რონალდ კუმანს, ჰოლანდიელმა ნაკრებში მიიწვია, სერჟინიოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 19 წლის ბიჭი პატრიოტი აღმოჩნდა, უარი თქვა ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებზე და თავის სამშობლო, ამერიკის შეერთებული შტატები ამჯობინა.

გარდა დესტისა, "ბარსა" აკვირდება "ნორვიჩის" მარჯვენა მცველ, მაქს აარონსს, ის სულ რაღაც 20 წლის არის, გამოირჩევა სისწრაფითა და შეტევაში აგრესიული თამაშით. "ბარსა" მის არენდით აყვანას განიხილავს.

ერთ-ერთი სასურველი ვარიანტია ექტორ ბელერინი, უფრო სწორად, მთავარი კანდიდატია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, მისი შეძენა გამორიცხულია. "ბარსას" თანხა არ ჰყოფნის და არც ბელერინის კონტრაქტი უწყობს ხელს, ამასთანავე, მიკელ არტეტა უკვე დაწყებულ სეზონში, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს არ გაუშვებს.

"ბარსას" კიდევ ერთი ვარიანტი რჩება, ემერსონის სახით, რომელიც კატალონელების თანასაკუთრებაა და "ბეტისში" თამაშობს. "ბარსას" შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს და ემერსონი ახლავე დაიბრუნოს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ვერ შეიძინეს, სავარაუდოდ ასეც მოხდება.

წყარო - Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #9 21 სექტემბერი 2020 21:38
    0
    giorgi0828,
    არა აბდეითები რო იქნება გაჩვენებს დაემატება მეც ჩავიწერე იქნება არ ინერვიულო ❤️
    ფანი [?]
    #8 21 სექტემბერი 2020 15:55
    0
    დესტის გარდა არცერთი არაა მოსაყვანი მანდედან
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    ფანი [?]
    #7 21 სექტემბერი 2020 15:25
    0
    დაითრიეთ დესტი ბიჭო ამდენი ლაპარაკი რა საჭიროა ტიპებმა 20 მილიონი არ გვაქო იმდენი მაგათ დედას შ....ი როგორც არ აქვთ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    წევრი [?]
    #6 21 სექტემბერი 2020 13:33
    0
    ციტატა: saba17
    giorgi0828,
    ძმა epic games არ ვიცი გაგიგია თუ არა მარა იქ არი უფასოდ და აიღე 24 სექტემბრამდე იქნება და იქამდე თუ აიღებ მერე სულ გექნება

    მადლობა.გადმოვიწერე საქართველოს ნაკრები არ არი და აბდეითი ხო არ უნდა?
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 სექტემბერი 2020 13:08
    1
    Braitons ro yavs lempti egec kai bichia da ravi moiyvanon rato ara
    ფანი [?]
    #4 21 სექტემბერი 2020 12:46
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    დესტის გარდა ყვრლა ერთი ნაგავია და ყველა დაეხიოს სემედუს დესტი უნდა მოიყვანონ

    დესტი საუკეთესოა ამათგან კიბატონო და მაგრად მინდა ეგ ბიჭი ბარსაში მაგრამ აარონსი ჯიბეში ჩაისვავს და იქედან არ ამოიყვანს სემედუს, მაგარი ნიჭიერი ბიჭია დააკვირდი თუარ გინახავს აქამდე მაგის თამაშები
    --------------------
    Forca Barca!!!
    გულშემატკივარი [?]
    #3 21 სექტემბერი 2020 12:23
    0
    giorgi0828,
    ძმა epic games არ ვიცი გაგიგია თუ არა მარა იქ არი უფასოდ და აიღე 24 სექტემბრამდე იქნება და იქამდე თუ აიღებ მერე სულ გექნება
    წევრი [?]
    #2 21 სექტემბერი 2020 11:52
    0
    ვინმე foootbal manager ს თუ თამაშობთ ხო არ იცით უფასო ვერსია როდის გამოვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 სექტემბერი 2020 11:52
    1
    დესტის გარდა ყვრლა ერთი ნაგავია და ყველა დაეხიოს სემედუს დესტი უნდა მოიყვანონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued