"ბარსელონა" სემედუს ემერსონით შეცვლით ვარიანტს განიხილავს

"ბარსელონა" სემედუს ემერსონით შეცვლით ვარიანტს განიხილავს

არაერთი წყარო ირწმუნება, რომ ნელსონ სემედუს "ვულვერჰემპტონში" დაახლოებით 40 მილიონ ევროდ გადასვლა გადაწყვეტილია. გავრცელებული ცნობებით, პორტუგალიელი მარჯვენა მცველის ტრანსფერი დღეს დასრულდება.

"ბარსელონაში" იმედი აქვთ, რომ მიღებული თანხით სემედუს შემცვლელსაც (სერჟინიო დესტს ან მაქს აარონსს) შეიძენენ და "მანჩესტერ სიტიდან" ერიკ გარსიასაც დაიბრუნებენ.

RAC1-ის ჟურნალისტის, ხერარდ რომეროს ინფორმაციით, არც ისაა გამორიცხული, ნელსონ სემედუ სხვა ფეხბურთელმა შეცვალოს. საუბარია "ბეტისში" მოთამაშე ემერსონზე, რომლის სატრანსფერო უფლებებების ნაწილს "ბარსელონა" ფლობს.

ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "ბეტისში" 2019 წლის იანვარში, 12.7 მილიონ ევროდ გადავიდა. "ატლეტიკო მინეირუს" თანხის ნახევარი "ბარსელონამ" გადაუხადა. სანაცვლოდ, "ბლაუგრანამ" უფლება დაიტოვა 2021 წელს "ბეტისს" დაახლოებით 6 მილიონი ევრო გადაუხადოს და ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდოს. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებაში ემერსონი 2020 წელს გამოსყიდვაზე არაფერი წერია და "ბარსას" "ბეტისთან" მოლაპარაკებები მოუწევს. ეჭვგარეშეა, 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ბეტისში" კარგად თამაშობს, კატალონიელებს 6 მილიონზე მეტი დაუჯდებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 21 სექტემბერი 2020 13:25
    2
    სემედო მე პირადად არ მომწონს იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გაიარა ადაპტაცია და ვერაფრით ვერ დაიწყო გუნდური თამაში მარა კუმანი თუ მასეთი მაგარი მწვრთნელია რო ამ დაცვით და სუარესის გარეშე თამაშს აპირებს არაა სემედო მასეთი უნიჭო რო მწვრთნელი ვერ მიუდგეს თან ეს ემერსონი დარწმუნებული ვარ ფირპო იქნება ზუსტად 1თი 1 რთში და ისევ რობერტო დარჩება... 35 მილიონი ჩვეულებრივად შეუძლია ამოიღონ უმტიტი ბრეითვეითი რაფინიათი და უფრო გამოუდეგარ ბეხბურთელებს მოიშორებენ...იდეაში წარმოიდგინეთ რომ დემბელემ არ ჩააგდოს ტრამვით სეზონი სემედო დემბელე ერთ ფლანგზე თუნდაც სემედო ფატი რატო ვერ უნდა ქნას ბარსამ სწრაფი ფეხბურთის თამაში ვერ ვხვდები
    Culé [?]
    #5 21 სექტემბერი 2020 09:07
    10
    სემედუში აღებული ფულით გარსიას და დესტის მოყვანას შეძლებენ, ხეირს ნახავს ბარსა აშკარად, დეპაიზე მეტად მცველია საჭირო თუნდაც გარსია, ბარსას დიდი ტრანსფერი უნდა დაეგეგმა უპამეკანო ან კულიბალი სამწუხაროდ როგორც ყოველთვის უნდა ჩაიკუკონ
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 სექტემბერი 2020 08:54
    1
    Raundat am semsisgan amaze wesieri rogor aris es emersoni chemo azrit semedu jobia
    Culé [?]
    #3 21 სექტემბერი 2020 08:27
    5
    სემედუს როცა უშვებ მასზე უკეთესი უნდა მოიყვანო და ფლანგი პირიქით უნდა გააძლიერო. ემერსონით სემედუს ჩანაცვლება დიდი სისულელეა
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    ფანი [?]
    #2 21 სექტემბერი 2020 08:17
    4
    რა დავაშავეთ
    --------------------

    ForçaBarça
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 სექტემბერი 2020 08:14
    2
    ვაი თქვენს პატრონს ეს ორმეტრიანი ჯლაგუნა თუ სემედუს რამით სჯობია მომაჭერით კისერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued