"იუვენტუსის" დირექტორი: სუარესი გამოირიცხა

  • 20-09-2020, 22:40
  • "იუვენტუსის" დირექტორი: სუარესი გამოირიცხა

    ტურინის "იუვენტუსის" დირექტორი ფაბიო პარატიჩი ადასტურებს, რომ მისი გუნდი ლუის სუარესის "ბარსელონადან" გადასაბირებლად აღარ იბრძოლებს.

    ცნობილია, რომ "ბლაუგრანას" დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა ლუის სუარესს კარისკენ მიუთითა. 33 წლის ურუგვაელის დამატებით სერიოზულად იყო დაინტერესებული "იუვენტუსი", რომელსაც ხელს ის უშლიდა, რომ ლუისს იტალიის მოქალაქეობა არ ჰქონდა. სუარესმა იტალიური ენის გამოცდა კი ჩააბარა, მაგრამ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მოქალაქეობის მიღების პროცესი დროში გაიწელებოდა, რაც მის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს შეუშლიდა და უკვე დამანდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეც მოხდა.

    ფაბიო პარატიჩმა Sky Sports-თან საუბრისას განაცხადა: "სუარესი გამოირიცხა."

    როგორც ჩანს, "ბარსას" ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი კლუბში დარჩება, რადგან მისით სერიოზულ დაინტერესებას სხვა არავინ იჩენს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi, Iniesta ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 23:55

    ძალიანაც კარგი! სუარესი არის ლურჯ-ბროწეულისფერიი✌️

    1
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 22:56

    ვერ დაკერა სუამ იუვე 22 მილიონზე )

    5
    --------------------

    ForçaBarça
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV