ნელსონ სემედუ "ვულვერჰემპტონში" სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის

  • 20-09-2020, 17:57
  • ნელსონ სემედუ "ვულვერჰემპტონში" სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის

    "ბარსელონას" 26 წლის მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ, "ვულვერჰემპტონში" სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, წერს.

    მისი თქმით, ფეხბურთელსა და "ვულვზს" შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, "ბარსელონასთან" გარიგება კი უახლოეს საათებში დაიდება. პორტუგალიელი თავის ახალ კლუბთან ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს.

    სემედუ "ვულვზის" მთავარი მწვრთნელის, ნუნუ ესპირიტუ სანტუს პორტუგალიურ პროექტს შეუერთდება. ამ მომენტისთვის, გუნდში 8 პორტუგალიელი ფეხბურთელი ირიცხება.

    თავად რომანომ იუწყა დღეს სემედუს ინგლისურ კლუბში ტრანსფერის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 22:08

    CHEPE,
    ბარსაში რომ გადმოვიდა მაშინ რომ ყოფილიყო წესიერი მწვრთნელი და არა ვალვერდე და სეტიენი მაშინ ნახავდით მის ნამდვილ დონეს

    0
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 21:05

    ციტატა: ნელსონ სემედუ
    ეჰჰ ნელსონ ნელსონ ბარსა ინანებს ამის გაშვებას

    რას ინანებს გაფიცებ:დ:დ ის ინანეს რომ ალვესი გააგდეს გუნდიდან ამ საცოდავებმა:დ:დ სასწაული სემედუს გაშვებას ინანებსო გეგონება კარვახალი იყოს ამ ჰაკიმი

    ამის კარიერა ბასრსელონაში მაშინ დამთავდა როდესაც ბავარიამ გადაურბინა ინდივიდუალურად

    2
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    20 სექტემბერი 2020 20:59

    ამ ხელმძღვანელობის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება :დდდ

    1
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    გვარდიოლა-სავიოლა წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 20:26

    ციტატა: vitorborbafereira
    მშვენიერი ამბავი, იმედი მაქვს ალბას და რობერტოსაც მოუხერხებენ რამეს

    ცენტრში გვინდა 2 თუ არა 1 აუცილებლად და პიკე ზამენაზე დაჯდება

    ვინც რობერტოს თამაშს უყურა გემპერის თასზე ნახავდით რამდენად გამოუსადეგარია

    5 ჯერ სცადა ფლანგიდან გამწვავება ჩაწოდებებით და ვერცერთხელ ვერ მოახერხა, მარაზმია

    რა ვერ მოახერხა კაცურად, ფატის ვი ჩაუწოდა? ეხლა მაგამ ვერ გაიტანა და რობერტო რა შუაშია? 2 ასისტი ექნებოდა ელჩესთან თავდამსხმელებს რომ ევარგებინათ.. ვაფშე სემედოს პასი სად გინახია? დაცვაშიც ათრევენ და შეტევაშიც შლანგია, ერთი სირბილი შეეძლო და ისიც დაავიწყდა

    1
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 20:04

    ბიჭოო არაა ძმაო ეს კაცი ბარსას დონის არაა😑40 მილიონს თუ იხდიააან ძააან გამისწორდა მე პირადად🙃მაგ ფულით დესტსაც დაითრევენ და გარსიასაც❤

    4
    გასულია
    Gugagabi წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 19:39

    ძაან დიდ შეცდომას უშვებენ ძაან

    3
    გასულია
    zazala7 Culé [?]

    20 სექტემბერი 2020 19:32

    თუ ბარსასთვის გამოუსადეგარი ფეხბურთელია, 40 მილიონს რატომ იხდის? დეპაი და ვეინალდუმი იგივე ან ნაკლები ღირს და ტაციაობაა მათზე, ბარსას ისტორიაში მესამე ბომბარდირში 5 მილიონს იხდიან და ამის მერე დაასკვენი ღირს სემედუს გაშვება თუ არა. მარჯვენა მცველის გარეშე არ დავრჩეთ საერთოდ, თუ რობერტოს იმედზეა?

    1
    გასულია
    shu1987 ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 19:27

    ამაში კიდე რა ტალანტი და ნიჭი დაინახედ ვერ გამიგია ??? 19 წლის ბავშვმა ათრია და ტიპი ელემენტარულს ვერ მიხვდა ჯარიმა აეკიდა და გაეჩერებინა , უნიჭოა ტიპი ეს ამაზე მეტს შანსი არ აქვს ვერ განვითარდება უკვე 27-წლის ხდება და კარიერის პიკში უნდა იყოს...კარგია 40-მილიონს თუ აიღებენ დესტს იყიდიან ...

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 სექტემბერი 2020 18:59

    დიდ შეცდომას უშვებენ დიდ შეცდომას

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    vitorborbafereira ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 18:48

    მშვენიერი ამბავი, იმედი მაქვს ალბას და რობერტოსაც მოუხერხებენ რამეს

    ცენტრში გვინდა 2 თუ არა 1 აუცილებლად და პიკე ზამენაზე დაჯდება

    ვინც რობერტოს თამაშს უყურა გემპერის თასზე ნახავდით რამდენად გამოუსადეგარია

    5 ჯერ სცადა ფლანგიდან გამწვავება ჩაწოდებებით და ვერცერთხელ ვერ მოახერხა, მარაზმია

    4
    გასულია
    Mecsoul წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 18:28

    ვულფზისთვის მენანება. ვულფზე ოდნავ მაღალი დონის გუნდშიც კარგად ითამაშებდა.

    1
    გასულია
    ბარსა La Albiceleste წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 18:17

    დესტიმ მის აგენტს აცნობა რომ აიაქსში აღარ აპირებს თამაშს. ბაიერნი დაწინაურებული მოლაპარაკებებში აიაქსთან თუმცა თავად ბარსაში თამაში ხიბლავს უფრო

    2
    გასულია
    grizmann ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 18:13

    ესეც თუ იყიდეს ვულვზში მერვე პორტუგალიელი იქნება

    4
    გასულია
    Pavlika გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2020 18:08

    დეპაი და დესტი უნდა მოიყვანონ აუცილებლად. თორე იგუვე სასტავი გვეყოლება რაც წინა წელს. 2 კაცის ცვლილება გუნდს არ უშველის

    3
    გასულია
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 18:05

    ეჰჰ ნელსონ ნელსონ ბარსა ინანებს ამის გაშვებას

    5
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 18:03

    ძაან მევასება მარა ვეღარ პროგრესირებს დიდ წილად ვალვერდეს დამსახურებაცაა
    ასე რო სჯობს გაუშვან და დესტი მოიყვანონ

    10
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV