რას გეგმავს კუმანი უსმან დემბელესთან დაკავშირებით

რას გეგმავს კუმანი უსმან დემბელესთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ, უსმან დემბელე "ბარსელონას" ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, თუმცა, ტრავმების გამო, საკუთარი შესაძლებლობები სრულად ჯერ ვერ გამოავლინა.

როგორც ცნობილია, "ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ფრანგის კვალიფიკაციას ენდობა და თავის სქემაში მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებს.

მაგრამ, მთავარია, მან დაზიანებები კვლავ არ მიიღოს, რადგან ნიდერლანდელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის, რომ რომელიმე შეგირდმა 3-4 მატჩი ჩაატაროს, შემდეგ კი თვეები იუქმოს.

57 წლის სპეციალისტი, ფიზმომზადების მწვრთნელების მეშვეობით, შეეცდება, დემბელეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს, რისთვისაც მას სწორი კვება და ვარჯიში სჭირდება.

გამპერის ეგიდით "ელჩესთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში, ცვლილებაზე შემოსულ ფეხბურთელთაგან, ყველაზე აქტიური სწორედ უსმანი იყო, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მისმა ფიზიკურმა მწვრთნელებმა, ალბერ როკამ და დანი ბენიტომ განაპირობეს.

ცნობილმა ექიმმა, რამონ კუგატმა Sport-ს განუცხადა, რომ 23 წლის მოთამაშის ფიზიკური მდგომარეობა მას საშუალებას აძლევს, შესანიშნავი მატჩები ჩაატაროს, თუმცა სათანადო კონტროლის გარეშე, დიდი ალბათობაა, მან ტრავმა მიიღოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კუმანი ფრანგზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან იგი იმ კატეგორიის ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებიც ნიდერლანდელს მოსწონს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რონალდი ძალიან მომთხოვნი იქნება - იგი უსმანს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა შეაფასებს. იმ შემთვევაში, თუ დემბელე სრულ ფორმას აღიდგენს, შესაძლოა, იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიმდინარე სეზონის საუკეთესო "ტრანსფერი" გამოდგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #11 22 სექტემბერი 2020 13:01
    0
    დაკრან ნოსი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 20 სექტემბერი 2020 19:55
    2
    თქვენი არ ვიცი და კაი მოსუქებული ჩანს იმედია ფარფატა პეპელა აღარ იქნება
    Culé [?]
    #9 20 სექტემბერი 2020 19:21
    6
    ციტატა: Mes cue un club 1899
    ზოგიერთი თქვენგანის არ მესმის როდესაც ფეხბურთელი ტრავმას იღებს
    ეგრევე ლანძღავთ და იძახით რო ამას სულ ტრავმა როგორ აქვსო ისე ამბობთ თითქოს დემბელეს უნდა რო სულ ლაზარეთში იყოს
    გასაგებია რო ბრაზდებით სამ წელიწადში რო 100 მატჩს ვერ ჩაატარებს 105 მილიონიანი ფეხბურთელი მაგრამ ეს არავის ბრალი არაა უბრალოდ ასე ხდება ეს არაა გამოწვეული იქიდან რომ სუსტია და ერთ მირტყმაზე ეგრე ტრავმა ქონდეს ასე თუ ვიმსჯელეთ ნეიმარს კარიერა უნდა ქონდეს დამთავრებული მე პირადად ძაან მეცოდება დემბელე და ვიმედოვნებ
    წელს მაინც ჩაამთავრებს სეზონს ისე რომ ერთი მატჩიც კი არ გამოტოვოს ტრავმის გარეშე. წელს უეჭველად კარგი სეზონი უნდა რო დეშამის ნდობა დაიმსახუროს და ნაკრებში კვლავ ვიხილოთ♥️♥️♥️♥️

    მე კიდე შენი იცი რა არ მესმის დემბელეს უდისციპლინობას რომ აპრავებ, ყველასთვის ცნობილია ტიპი დარღვეული რეჟიმით ცხოვრობს და უდისციპლინოა( ნუ კუმანის ხელში იმედია გამოსწორდება), ტრანმვას ხშირად სპორცმენი სწორედ იმიტო იღებს რომ ნორმალურად ორგანიზმი არაა მზად დიდი დატვირთვისთვის, პირველ რიგში ძილია მნიშვნელოვანი ნუ შემეკამათებით რადგან სპორტის სფეროში ვარ წლებია და ვიცი უდისციპლინობას რაც მოსდევს ორგანიზმი სუსტდება და იზრდება რისკი ტრანმვის.... ტიპმა ვარჯიშზე არ გამოცხადდა ეძებდნენ არ გახსოვთ და მოიტყუა რაღაცეები... ნუ კუმანი მოხოდავს ამას რეჟიმში ჩააყენებს ...
    გულშემატკივარი [?]
    #8 20 სექტემბერი 2020 19:11
    3
    დემბო იფრინე წელს მოიშუშე საბოლოოდ ეგ ტრამვიანობა სტარტი კარგია მომწონს ეგრე განაგრძე ❤️
    გულშემატკივარი [?]
    #7 20 სექტემბერი 2020 16:31
    3
    ზოგიერთი თქვენგანის არ მესმის როდესაც ფეხბურთელი ტრავმას იღებს
    ეგრევე ლანძღავთ და იძახით რო ამას სულ ტრავმა როგორ აქვსო ისე ამბობთ თითქოს დემბელეს უნდა რო სულ ლაზარეთში იყოს
    გასაგებია რო ბრაზდებით სამ წელიწადში რო 100 მატჩს ვერ ჩაატარებს 105 მილიონიანი ფეხბურთელი მაგრამ ეს არავის ბრალი არაა უბრალოდ ასე ხდება ეს არაა გამოწვეული იქიდან რომ სუსტია და ერთ მირტყმაზე ეგრე ტრავმა ქონდეს ასე თუ ვიმსჯელეთ ნეიმარს კარიერა უნდა ქონდეს დამთავრებული მე პირადად ძაან მეცოდება დემბელე და ვიმედოვნებ
    წელს მაინც ჩაამთავრებს სეზონს ისე რომ ერთი მატჩიც კი არ გამოტოვოს ტრავმის გარეშე. წელს უეჭველად კარგი სეზონი უნდა რო დეშამის ნდობა დაიმსახუროს და ნაკრებში კვლავ ვიხილოთ♥️♥️♥️♥️
    Henry
    სტუმარი [?]
    #6 20 სექტემბერი 2020 16:03
    1
    როგორ უნდა აჩვენოს ფეხბურთელმა მაქსიმუმი თუ სულ იმის შიში ექნება რომ ტრამვას მიიღებს. უბრალოდ გამოვა და ფრთხილად ითამაშებს, ეს ცუდია იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა ვნახე რო სემედუ ვულვზში მიდის, არ ვიცი ჭორია თუ მართალი მაგრამ იმედია მოიყვანენ შემცვლელს და რობერტოს იმედზე არ დატოვებენ მარჯვენა ფლანგს.
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #5 20 სექტემბერი 2020 15:51
    3
    ციტატა: ხავი ლეგენდა
    ერთი რამ მინდა დავაფიქსირო კიდე.დავიწყებ იმით რომ მე პირადად იმიტომ გავხდი ბარსელონას ფანი რომ გუნდი თამაშობდა ტოტალურ ფეხბურთს.ანუ ბურთი მუდამ შენ უნდა გქონდეს და ჯობია მოწინააღმდეგემ ირბინოს ბურთის ასართმევად ვიდრე ჩვენ.საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა-ს პრინციპი. მასირებული პოზიციური შეტევები,მოწინააღმდეგი მისავე საჯარიმოსთან მიჯაჭვება და გაუთავებელი შეტევებით უდიდეს ადრინალინს ვღებულობდი.ვკაიფობდი როგორც ნარკომანი ასეთი სათამაშო მანერით და სტილით.გვარდიოლამ ხომ საერთოდ ხელოვნების დონეზე აიყვანა შემდეგ ტოტალური საფეხბურთო ფილოსოფია.
    კუმანი კედელთან რომ დააყენო და ავტომატი მიუშვირო მაინც არ უღალატებს საკუთარ ხედვებს.ამაში პლიუსებიც არის და მინუსებიც. პლიუსი არის ის რომ როგორც იქნა ვალვერდეს შემდეგ გუნდმა დაიწყო იმ ფეხბურთის თამაში რომლის გამოც გავხდი ბარსელინას გულშემატკივარი ასეთი თამაშისგან მე პირადად უდიდეს კაიფს და ადრენალინს ვღებულობ,მაგრამ ამ ვერაგი საფეხბურთო სამყაროს შემხედვარე მინდა რომ კუმანს სათადარიგო გეგმაც გააჩნდეს თამაშის მსვლელობისას.გუნდს უნდა შეეძლოს გადაწყობა ანგარიშიდან გამომდინარე.თორე ყველამ ისწავლა თამაში ტოყალური ფეხბურთის წინააღმდეგ.დააყენებენ ყრუ დაცვას და თამაშობენ კონტრშეტევებზე.
    ეხლაც თვალწინ მიდგას 94 წლის ფინალი თუ როგორ უშანსოდ მოუგო კატენაჩომ ტოტალურ ფეხბურთს თამაში.კაპელომ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა კრუიფს.

    სად დაინახე კუმანის ტოტალური ფეხბურთი? კუმანის ტაქტიკას კონტრატაკები უფრე შეფერება, გვარდის გუნდში ყავდა სამი გიჟი ნახ მცველი, კუმანი თამაშობს ორი ჩამშლელით რომელთაგან არცერთი არააგამქცევი და პასის გამკეთებელი, ყავს 4 თავდამსხმელი აქედან 3 ერთი პოზიციისაა, გუნდს აღარ ყავს გოლზე დაგეშილი ფორვარდი, კონტრშეტავების ტაქტიკაა და ასეთი გამქცევი ვინგერიც არაგვყავს.. ამ ტაქტიკას ისევ 4 3 2 1 ჯობს.. არამგონია რამე მოვიგოთ.. 4 3 3 ესაა ბარსას სქემა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 სექტემბერი 2020 15:46
    3
    იმედია ტრამვების გარეშე ჩაატარებს ამ სეზონს დემბო და დანარჩენს ყველა დავინახავთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 20 სექტემბერი 2020 15:14
    0
    სუარეს თუ მაინც არ ათამაშებს მისცენ ეგ და ვიდალი ინტერს და წამოიყვანონ ლაუტაროო იქნებ ტრანსფერების დახურვამდე გადააყენონ ეს შურიკა კაცი
    Culé [?]
    #2 20 სექტემბერი 2020 15:05
    2
    ''როგორ აფასებს?'' მეგონა კუმანის შეხედულება იქნებოდა სტატიაში.
    ფანი [?]
    #1 20 სექტემბერი 2020 14:51
    7
    მჯერა დემბელესი თუ ტრამვას არ მიიღებს დარწმუნებული ვარ ერთ ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში