რა შემადგენლობით ითამაშებს "ბარსა" ლა ლიგის პირველ მატჩს

კატალონიის "ბარსელონამ" პრესეზონი "ელჩესთან" დაპირისპირებით დაამთავრა. ახლა რონალდ კუმანის ბიჭები პრიმერა დივიზიონზე უნდა ფოკუსირდნენ, რომელიც "ბლაუგრანასთვის" 27 სექტემბერს იწყება.
თბილისის დროით 23:00 საათზე "კამპ ნოუ" "ვილიარეალს" უმასპინძლებს. ესპანური გამოცემა AS გვთავაზობს პოტეცნიურ თერთმეტეულს, რომელსაც 57 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ლა ლიგის პირველ მატჩში გამოიყვანს.
ნეტუ, სერჟი რობერტო, ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო, ანსუ ფატი და ლიონელ მესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]