რონალდ კუმანი რიკი პუჩის იჯარაზე ივნისშიც საუბრობდა

რონალდ კუმანი რიკი პუჩის იჯარაზე ივნისშიც საუბრობდა

დღევანდელი დღის მთავარი სიახლე რონალდ კუმანის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო: ესპანურენოვან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიჩნეულ ფეხბურთელს, რიკი პუჩს არ ენდობა და გასასვლელისკენ მიუთითებს. 

კუმანმა დღევანდელი მატჩის (1-0 "ელჩეს" წინააღმდეგ) შემდეგ განმარტა, რომ სინამდვილეში მისი მოსაზრება ასეთი რადიკალური არ იყო და მხოლოდ იჯარას გულისხმობდა. 

როგორც ჩანს, 57 წლის სპეციალისტი ამ დასკვნამდე მხოლოდ ვარჯიშებზე დაკვირვების შემდეგ არ მისულა: Football-oranje.com-თან ინტერვიუში, რონალდ კუმანი ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როცა ჰოლანდიის ნაკრებს წვრთნიდა. 

მაშინ რიკი პუჩის "აიაქსში" იჯარით შესაძლო გადასვლაზე იწერებოდა, რაზეც კუმანის კომენტარი ასეთი იყო:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკის ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი დრო გაატარონ. მართალია, ნიდერლანდების ჩემპიონატი ესპანეთისაზე ძლიერი არ არის, მაგრამ პრაქტიკის მისაღებად შესანიშნავი ადგილია, განსაკუთრებით ისეთ კლუბში, როგორიც "აიაქსია". ეს ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა". 

"ბარსას" დამრიგებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე სეზონში პუჩს გუნდის სხვა ნახევარმცველებთან შემადგენლობაში მოხვედრისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 სექტემბერი 2020 02:18
    1
    ციტატა: ana anukii
    იჯარა ძაან კაი ვარიანტიაა... სკამზე ჯდომას ჯობია ნორმალურ გუნდში გაუშვან 1-2 წლით და დავიბრუნოთ მერე.... გაძლიერდება დრო ექნება და განვითარდება.

    თან აიაქსსშიო, მოიხოდება უზომოდ.
    Culé [?]
    #2 20 სექტემბერი 2020 00:16
    6
    იჯარა ძაან კაი ვარიანტიაა... სკამზე ჯდომას ჯობია ნორმალურ გუნდში გაუშვან 1-2 წლით და დავიბრუნოთ მერე.... გაძლიერდება დრო ექნება და განვითარდება.
    Culé [?]
    #1 20 სექტემბერი 2020 00:01
    5
    აიაქსში იჯარა მართლა სარგებლიანი იქნება, მაგრამ მშობლიურ კლუბში დარჩენა რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.