ბარსელონა-ელჩე: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ელჩე: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, "კამპ ნოუ" ჟოან გამპერის სახელობის თასის რიგით 55-ე გათამაშებას უმასპინძლებს, "ბარსელონას" მეტოქე "ელჩე" იქნება. 

ეს "ბარსასთვის" 2020/21 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის მესამე და ბოლო ამხანაგური მატჩია. რონალდ კუმანს გუნდის საკუთარ თარგზე მოსაჭრელად დრო არცთუ ისე ბევრი აქვს - "ბარსელონა" ლა ლიგაში 27 სექტემბერს ჩაერთვება.

მეტოქე

"ბარსელონას" დღევანდელი მეტოქე ლა ლიგაში ბოლოს 2014/15 წლების სეზონში ვიხილეთ. მაშინ, "ელჩემ" მე-13 ადგილი დაიკავა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, სეგუნდა დივიზიონში დააქვეითეს. იმ სეზონში "ბარსა" "ელჩეს" 4-ჯერ შეხვდა, ორჯერ ლა ლიგაში, ორჯერ კი - კოპა დელ რეიზე. კატალონიელებმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, ბურთების შეფარდება - 18-0.

"ელჩე" გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა, თუმცა ფლეი-ოფის მოგებით უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა და პრიმერა დივიზიონში 21-ე სეზონს გაატარებს.

მატჩისწინა კომენტარი

რონალდ კუმანმა მატჩამდე განაცხადა, რომ განაცხადში ვიხილავთ გუნდის ახალწვეულს, მირალემ პიანიჩს, თუმცა იგი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. 

საინტერესო ფაქტები

  • "ელჩე" გამპერის თასზე პირველად ისპარეზებს. აქამდე, მხოლოდ ორმა ესპანურმა კლუბმა შეძლო ამ ტიტულის დაუფლება - "ტენერიფე" (1993) და "ვალენსია" (1994).
  • "ბარსას" გამპერის თასი 42-ჯერ აქვს მოგებული. ერთადერთი კლუბი, რომელმაც ეს 2-ჯერ შეძლო, "კიოლნია" (1978 და 1981).
  • გამპერის თასის ბოლო 7 გათამაშება "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს, კატალონიელთა დამარცხება "სამპდორიამ" შეძლო (2012).
  • გამპერის თასის ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესია. მან ან ამხანაგური ტურნირის ფარგლებში მეტოქის კარის აღება 9-ჯერ შეძლო.
  • აგრეთვე, ლიონელ მესია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გამპერის თასის ზედიზედ 6 გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი - 2013-2018.
  • გამპერის თასის ისტორიაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატჩი უმაყორებლოდ გაიმართება.

შეხვედრა, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 სექტემბერი 2020 17:36
    0
    ეს "ბარსასთვის" 2020/21 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის მესამე და ბოლო ამხანაგური მატჩია.

    ანუ გამპერის თასი ამხანაგური მატჩია? ეეხ ჩვენ არ ვაფასებთ და რა გვიკვირს რეალი რო დაგვცინის ხოლმე, ამ წელს ვერაფერს მოიგებთ გამპერის თასის მეტსო.