რონალდ არაუხო და ლუის სუარესი ურუგვაის ნაკრებში გამოიძახეს
- 19-09-2020, 07:50
-
Writer
- 1

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ოქტომბრის თამაშებისთვის გუნდის წინასწარ განაცხადში მოხვდნენ.
26 კაციან განაცხადში 6 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნაკრებში ჯერ არ უთამაშიათ. მათ შორისაა "ბარსელონას" ცენტრალური მცველი რონალდ არაუხოც, რომელმაც ბოლო დროს სერიოზული პროგრესი განიცადა.
ბუნებრივია, გამოძახებულია ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლუის სუარესიც.
ურუგვაი, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩილეს უმასპინძლებს (8 ოქტომბერს) და ეკვადორს სტუმრად დაუპირისპირდება (13 ოქტომბერს).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]