ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" არ დაბრუნდება

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" არ დაბრუნდება

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" სკოლის აღზრდილი ტიაგო ალკანტარა "ბლაუგრანაში" არ დაბრუნდება.

29 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რომელიც თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მიუნხენის "ბაიერნიდან" "ლივერპულში" გადავიდა. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

არაოფიციალური ინფორმაციით, "ლივერპული" "ბაიერნს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის (ბონუსების ჩათვლით), ფეხბურთელთან კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტიაგო ალკანტარა "ბარსელონადან" "ბაიერნში" 2013 წელს გადავიდა. წელს, მის დაბრუნებაზე რამდენჯერმე დაიწერა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" დირექტორთა საბჭოს ნაწილს ის რონალდ კუმანის რჩეულ ვეინალდუმს ერჩივნა. საბოლოოდ, ტიაგომ "ლივერპულს" მიაშურა და უკანასკნელი ცნობებით, "ბლაუგრანა" ვერც ვეინალდუმს გაიფორმებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 19 სექტემბერი 2020 00:31
    0
    ციტატა: Giorgi99
    Memphis Depay,
    ხო მაგრამ გუარდიოლას და კლოპს ის შეუძლიათ რომ ტალანტი პიროვნულად გაზარდონ. კლოპი ტობიდოს და არაუხოს აქცევდა ტოპ მცველებად. რომ არა კლოპი ვანდეიკი დღეს ვინ იქნებოდა. კუმანი ძლიერი პიროვნებაა და გუნდს გამართავს მაგრამ ეტყობა რომ უფრო ბოსის პოზიცია უჭირავს. ახალგაზრდებზე დადებითად მოქმედებს ეტყობათ კიდეც, თან ხალისი და კონკურენცია დაუბრუნა.

    რას იძახი ვან დეიკი კლოპმა გაზარდა? 🤣 🤣 🤣
    ფანი [?]
    #6 18 სექტემბერი 2020 22:17
    1
    ბაიერნის ფეხბურთელი ლივერპულში გადავიდა, ბარსას საიტი რა შუაშია აქ.... :D როდესაც არც ინტერესდებოდა რეალურად არავინ ტიაგოთი,...:D :D :D
    ფანი [?]
    #5 18 სექტემბერი 2020 22:00
    0
    Memphis Depay,
    ხო მაგრამ გუარდიოლას და კლოპს ის შეუძლიათ რომ ტალანტი პიროვნულად გაზარდონ. კლოპი ტობიდოს და არაუხოს აქცევდა ტოპ მცველებად. რომ არა კლოპი ვანდეიკი დღეს ვინ იქნებოდა. კუმანი ძლიერი პიროვნებაა და გუნდს გამართავს მაგრამ ეტყობა რომ უფრო ბოსის პოზიცია უჭირავს. ახალგაზრდებზე დადებითად მოქმედებს ეტყობათ კიდეც, თან ხალისი და კონკურენცია დაუბრუნა.
    Culé [?]
    #4 18 სექტემბერი 2020 21:48
    2
    სერიოზული შენაძენია ლივესთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 სექტემბერი 2020 20:43
    2
    ბარსას ფან კლუბის ფეისბუქ გვერდზე, რომ დევს ოფიციალურად-ვიდალი ინტერის ფეხბურთელიაო, ტყუილია თუ რა ხდება?
    ფანი [?]
    #2 18 სექტემბერი 2020 19:41
    5
    Wtf man,
    არ მგონია გადმოსულიყო , ყველა
    კარგად ხედავს ბარსას საქმე რომ ცუდად არის.ლივერპული კი ლიგის უდავო ფავორიტებს შორისაა.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 18 სექტემბერი 2020 19:36
    7
    არადა ტიაგო 30 დეპაი 30 დესტი 20 გარსია 15. 95 მილიონის საქმეა სულ რო სესხათ აეღოთ და ეს სასტავი მოეყვანათ კუმანი ტრიპლეტს მოგვაგებინებდა წლის ბოლოს