პეპ გვარდიოლა მესიზე: არ ვფიქრობ, რომ რამის ახსნა მჭირდება

პეპ გვარდიოლა მესიზე: არ ვფიქრობ, რომ რამის ახსნა მჭირდება

ლიონელ მესი "ბარსელონას" დატოვებასთან მთელი კარიერის განმავლობაში ისე ახლოს არ მისულა, როგორც წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას. 

არგენტინელს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელების მოქმედების გამო იძულებული გახდა, დარჩენილიყო. "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ამ თემაზე კომენტარი გააკეთა. 

"არ ვფიქრობ, რომ რამის ახსნა მჭირდება. ლეომ თავისი გრძნობები შესანიშნავად განმარტა და მის სიტყვებს ვერაფერს დავამატებ. ის "ბარსელონას" ფეხბურთელია, კლუბის, რომელიც ძალიან მიყვარს. 

არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია მესის "სიტიში" გადმოსვლა. ეს შეკითხვა თავად მას უნდა დაუსვათ. სხვა ადამიანების სურვილზე მე ვერ ვისაუბრებ". - განაცხადა გვარდიოლამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kako
    სტუმარი [?]
    #2 18 სექტემბერი 2020 21:00
    3
    კაციხარ კაცი გვარდი.ერთერთი საუკეთესო ტრეინერი ხარ
    ფანი [?]
    #1 18 სექტემბერი 2020 20:01
    3
    სადაც არ უნდა იყოს პეპი ყოველთვის ლეგენდა და ბარსას სულუ და გული იქნება..... უბრალოდ ცხოვრებაა ესეტი , რომ რაც გვიყვარს იმ საქმეს ყოველთვის ვერ ვაკეთებტ..........