კიდევ ერთი "ლა მასიელი" ინგლისში

  • 18-09-2020, 15:39
  • კიდევ ერთი "ლა მასიელი" ინგლისში

    წლების წინ, როდესაც არაბებმა "სიტი" შეიძინეს, მათ სჭირდებოდათ მრავალწლიანი გეგმა და ხედვა, იმ დროისთვის საფეხბურთო მწვერვალზე გვარდიოლას "ბარსელონა" იყო, ამიტომ არაბებმა გადაწყვიტეს, რომ "ბარსელონას" მაგალითზე გაეგრძელებინათ გუნდის მშენებლობა. 

    გარდა იმისა, რომ ჩიკი ბეგირისტაინი გადაიბირეს, საფეხბურთო აკადემიაც "ლა მასისას" პრინციპეპზე დააფუძნეს, მაგრამ როგორც ჩანს ვერ აქვთ კარგი შედეგი, რადგან მუდმივად "ბარსელონას" აკადემიაში ეძებენ ფეხბურთელებს. "ბარსას" მკაცრი სახელფასო სისტემა აქვს, საფეხბურთო ბიზნესი კი ისე იცვლება, რომ მაღალი შემოსავლის წყალობით, ბევრი ფეხბურთელი ცდუნდება. უკვე ვნახეთ, როგორ დაგვტოვა ჩავი სიმონსმა, უკეთესი კონტრაქტის გამო, ახლა პსჟ-ის დუბლებში გამოდის, არადა თითქმის მისი ასაკის ანსუ ფატი უკვე ძირითადში თამაშობს. 

    აქტუალური იყო ერიკ გარსიას თემა, რომელიც ასევე "ბარსადან" "სიტიში" წასული ფეხბურთელია, კუმანს სურდა მისი დაბრუნება, მაგრამ არაბები მესის "შებოჭვის" გამო ძალიან გაბრაზდნენ და გარსიას არ გვითმობენ. 

    სამაგიეროდ, თავად გადაიბირეს კიდევ ერთი ფეხბურთელი, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, 16 წლის ანდალუსიელი მცველი, ჟუან ლარიოსი, "სიტიში" ითამაშებს. მანჩესტერელებმა იმდენი ხელფასი შესთავაზეს, რამდენსაც "ბარსა" არ გადაიხდის, ფული რომც იყოს ბიუჯეტში, ეს კლუბის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

    დაიმსახურე და გადაგიხდიან - მარტივი ფილოსოფიაა. 

    ალბათ, ამიტომაც ვერ ქმნის "სიტი" ძლიერ აკადემიას, პროფესიონალად ჩამოყალიბებას, სხვა ფასეულობებით აღზრდა სჭირდება. მხოლოდ ფულით არაფერი გამოვა.

    ტრანსფერის შესახებ, კომენტარი გააკეთა პატრიკ კლუივერტმა - "ყოველთვის ძალიან სამწუხაროა, როცა ნიჭიერი ახალგაზრდები მიდიან, მაგრამ ძალით ვერავის დავიტოვებთ, ჩვენ ვერაფერს შევცლით, თუ მათ წასვლა გადაწყვიტეს." 

    ჟუანმა Twitter-ზე პირველი ფოტოც გამოაქვეყნა და კომენტარიც თან დაურთო - "როგორც იქნა აქ ვარ, მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის!"

    ჟუან ლარიოსს ახალ ჟორდი ალბად მოიხსენიებდნენ. თავის დროზე ჟორდიმაც დატოვა "ლა მასია", შემდეგ კი "ბარსამ" "ვალენსიადან" გამოისყიდა. ადრე თუ გვიან, ყოველთვს დგება ეს საკითხი, თუ "ლა მასიელმა" სხვა კლუბში გაამართლა და როგორც წესი, თავადაც სურთ დაბრუნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება ახალგაზრდა ანდალუსიელის კარიერა.

    წყარო - Mundo Deportivo.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 სექტემბერი 2020 16:01

    წაიყვანონ, გაზარდონ და რომელიც გაამართლებს დავიბრუნოთ უფასოდ ან მისაღებ ფასში.

    0
    გასულია
    Ronaldinho.. წევრი [?]

    18 სექტემბერი 2020 15:57

    რეაქტიული ბიჭია,ცოტა არნოლდსაც წააგავს.
    ხო ნუ თუ მიდიან ვერ დააბამ

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV