ლიონელ მესიმ Massi-ს სამართლებრივი დავა მოუგო

ლიონელ მესიმ Massi-ს სამართლებრივი დავა მოუგო

ლიონელ მესიმ ხანგრძლივი სამართლებრივი დავა მოიგო: არგენტინელის ტანსაცმლის წარმოების ბრენდი, საავტორო უფლებების დაცვის გამო, ველოსიპედების ეკიპირების კომპანია Massi-ს 9 წლის განმავლობაში ედავებოდა. ინფორმაცია Sky Sports-ზე დაყრდნობით პორტალ Tribuna-ზე გავრცელდა. 

დავა სწორედ Massi-ს მფლობელებმა დაიწყეს - მათი აზრით, "ბარსელონას" ფეხბურთელის მიერ 2011 წელს დარეგისტრირებული ბრენდი, რომელიც მესის სახელს ატარებს, მათი ბრენდის სახელთან ზედმეტად მიახლოებული იყო და პოტენციურ კლიენტებს შორის გაურკვევლობას გამოიწვევდა.

სასამართლომ Massi-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ლეო მესის რეპუტაციის გათვალისწინებით, კლიენტებს ორი ბრენდის გარჩევის პრობლემა არ ექნებათ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 18 სექტემბერი 2020 23:09
    0
    თაკო და მაკო რო ვერ გაარჩიო ერთმანეთისგან ისეა ესეც სუფთა შიბლოები ბლიად
    Culé [?]
    #3 18 სექტემბერი 2020 15:37
    0
    მესი შეიძლება ისიც იყოს რაიცი რას გაიგებ, მარა ''ლეომ რატო დაარქვა ჩვენში არ აერიოს ხალხსო როგორ უნდა თქვა :D :D
    Culé [?]
    #2 18 სექტემბერი 2020 15:34
    2
    ველოსიპედი კი არა და მესიმ საკუთარ ბრენდს თავისივე სახელი დაარქვა და ველოსიპედების ეკიპიროვკის მწარმოებელმა რატომ დაარქვა მასი, შეცვალა მხოლოდ ერთი ასო.არასოდეს ჰქონდა გაგონილი ვინ იყო მესი?
    ვფიქრობ რომ პირიქით, სპეციალური მარკეტინგული გათვლა იყო, ბევრი იფიქრებდა ეს ფირმაც მესისიაო და კლიენტიც მეტი ეყოლებოდა!
    Culé [?]
    #1 18 სექტემბერი 2020 14:34
    6
    რას არ გაიგებ რაა 😁😁😁 სად ველოსიპედი სად ერეკლე