კუმანი უკან დახევას არ აპირებს

  • 18-09-2020, 12:09
  • კუმანი უკან დახევას არ აპირებს

    რონალდ კუმანი უკან დახევას არ აპირებს. ჰოლანდიელმა ღიად დააფიქსირა, რომ სემედუ არ სჭირდება, რობერტოს კი საერთოდ ვერ ხედავს მცველის ამპლუაში, მიზეზი რატომაც ნახევარდაცვაში ათამაშებს, არის ის, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ აქვს.

    სემედუს შემცვლელად კი "აიაქსის" მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი ეგულება. 19 წლის მცველს ხშირად ადარებენ დანი ალვესს, მისი აგრესიულობის, შეტევაში ხშირად ჩართვის და ტექნიკური მონაცემების გამო.

    სერჟინიოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის ამერიკისა და ჰოლანდიის მოქალაქეა, შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, ძირითადად მარჯვნივ თამაშობს, მაგრამ, როცა სიტუაციამ მოითხოვა, მარცხნივაც ითამაშა. ამავე დროს, "ბარსას" გულშემატკივარია, რაზეც ხშირად აკეთებს განცხადებას სოციალურ ქსელებში.

    "ბარსას" მთავარი კონკურენტი "ბაიერნი" იქნება. Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" ფეხბურთელთან 4+1 სისტემის კონტრაქტი შეათანხმა, ახლა "აიაქსთან" შეთანხმებაა საჭირო. ჰოლანდიელები 15-დან 20 მილიონამდე ევროს ითხოვენ.

    კუმანის ინტერესის მიღმა, "ბარსას" ხელმძღვანელები, ექტორ ბელერინით და კანსელოთი იყვნენ დაინტერესებულნი.

    წყარო - Mundo Deportivo.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    18 სექტემბერი 2020 15:45

    ციტატა: me da barca
    კონკრენტი. ერთი ასო რამდენს ცვლის.


    ვაჰ, ვერ მივხვდი თავიდან რა დაწერე.

    *ჩასწორებულია.

    0
    საიტზეა
    გვარდიოლა-სავიოლა წევრი [?]

    18 სექტემბერი 2020 13:20

    რა ბალერინა ბიჯო, დესტი მოიყვანეთ და სემედო ეგ რობერტოს ჩმორი გაუშვით გუნდიდან. დესტი რობერტო საკმარისია

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 სექტემბერი 2020 13:15

    კონკრენტი. ერთი ასო რამდენს ცვლის.

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    18 სექტემბერი 2020 13:12

    სად თქვა რო სემედუ არ სჭირდება? ან რობერტოს თუ არ განიხილავს მცველად რატო ათამაშებს? არ მევასება რა ესეთი სტატიები მოვა ოფიციალური მატჩები და ყველა ყველაფერს გაიგებს ვინს სჭირდება და ვინ არა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nukri1996 წევრი [?]

    18 სექტემბერი 2020 12:42

    moiyvanet es kaci ra iqneba

    2
    გასულია
    alexx გულშემატკივარი [?]

    18 სექტემბერი 2020 12:36

    წასულიყო აიაქსის გასაწრთვნელად 😂

    2
    გასულია
    GioKakiashvili ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 12:23

    Dasatrevia es bichi

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV