დომინოს პრინციპი: სუარესს დარჩენის შანსი აქვს

  • 18-09-2020, 11:51
  • დომინოს პრინციპი: სუარესს დარჩენის შანსი აქვს

    ლუის სუარესი იტალიაში ჩაფრინდა და გამოცდა ჩააბარა, ეს მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარება და მისი ტრანსფერიც გამარტივდება, მაგრამ საქმე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუ "ნაპოლი" და "რომა" შეთანხმდნენ, სუარესი დიდი ალბათობით "ბარსაში" დარჩება. 

    საქმე იმაშია, რომ "რომას" არკადიუშ მილიკის გადაბირება სურს, თუ ამას მოახერხებს, არც ედინ ჯეკოს შეუშლის ხელს, რომ "იუვენტუსში" წავიდეს, ტურინელები მასში 15 მილიონ ევროს იხდიან, ადრეც დაიწერა, რომ ჯეკო "იუვენტუსის" პირველი არჩევანია. 

    თავის მხრივ, "რომას" მილიკი 3 მილიონი ევრო დაუჯდება, პლუს 7 მილიონი ბონუსის სახით. არ არის ის ფასი, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, მაგრამ იტალიელებისას რას გაიგებ?! 

    ისე გამოდის, რომ ლუის სუარესი, "იუვეს" პირველი არჩევანი არ არის და არც ურუგვაელს სურს წასვლა, მართლაც საცოდაობა იქნება თუ ეს ტრანსფერი მაინც შედგა. 

    წყარო - Marca.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 სექტემბერი 2020 13:11

    გასაშვები და გასგდები წიხლით ვინცაა ის გააგდეთ თქვე არაკაცებო. აჩკარიკა უნდა გამოათრიო, როგორც ნაგვით სავსე ტომარა, დააგდო კამპ ნოუს შესასვლელთან და უნდა დაამცირო, ზედ დაა,ფ,ს,ა. ამის ღირსია ეს ნაგავი.

    0
    გასულია
    Barca1980 გულშემატკივარი [?]

    18 სექტემბერი 2020 12:01

    სამარცხვინო ბორდი ჯერ მაგიტოა , სადაც ჯეკო 15 მილიონი ღირს და სუარესს გუნდიდან აგდებენ !!! მო..... ნთ საფეხბურთო ხედვა და აზროვნება , პლიუს მენეჯმენტი , ვინ გადაგიხდის ფულს როცა გუნდიდან აგდებ შენ თვითონ !!!

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV