"ბარსაში" კვლავ ქაოსია

  • 18-09-2020, 11:36
  • "ბარსაში" კვლავ ქაოსია

    ალბათ ჯობდა, რომ გადამდგარიყო, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, მაგრამ ბართომეუს არ აღმოაჩნდა ეს თვისება. მაგალითად, "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ჟერარ პიკეც კი მზად იყო კლუბი დაეტოვებინა, თუ ვინმე ჩათვლიდა, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა. უმეტესობას მიაჩნდა, რომ ყველაზე დიდი ბრალი მმართველობას მიუძღოდა, მაგრამ ბართომეუს ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან.

    ინტერვიუში თქვა, რომ კლუბს სპორტული კრიზისი აქვს და არა ინსტიტუციური. რას ვიზამთ, ასეთი ხალხიც არსებობს, ბრალს მუდმივად სხვაში რომ ხედავს და საკუთარი თავი მართალი ჰგონია.

    გადადგომა კი ბევრჯერ შეეძლო, ახლა ისე მცირე დრო აქვს დარჩენილი, ალბათ იფიქრა, ბარემ ჩავამთავრებო, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდშიც კი, მის წინააღმდეგ იმაზე მეტი ხმა შეგროვდა, ვიდრე საჭირო იყო.

    სირცხვილს ვერ აცდება, ეს გამორიცხულია და როგორც წარსულის მაგალითებიდან ვიცით, გულშემატკივარს ძალიან დიდხანს ახსოვს ყველაფერი.

    სეტიენის პრობლემა

    ის ჭაღარა კაცი ფერმაშიც არ მოასვენეს, წავიდა თავის საქონელთან გულის გადასაყოლებლად და ისევ უკან მოაბრუნეს, კარგად ვერ გადაგაყენეთო, ჭრილობაზე მარილიც დააყარეს, შეგებრალება ადამიანს, მაგრამ თავის თავს დააბრალოს. ისეთ საქმეს შეეჭიდა, რისი ძლევის ძალა და უნარიც არ ჰქონია.

    თვითონ პრობლემას რაც შეეხება, კიდევ ერთი ლაქაა კლუბისთვის, სწორედ ასეთი ამბები აზარალებს "ბარსას" პრესტიჟულობას, დანიშნო ახალი მწვრთნელი და აღმოჩნდეს, რომ ძველი არ გყავს გაშვებული.

    მერამდენედ უნდა აიგდონ გუნდი სასაცილოდ ასეთი გაუგებრობის გამო?! არადა, ის მმართველი კაცი გვიმეორებდა, მხოლოდ სპორტული მიმართულების პრობლემა გვაქვსო.

    ლუის სუარესი

    ურუგვაელი დიდი ალბათობით დაგვტოვებს, წინააღმდეგ შემთვევაში იტალიურის გამოცდაზე ნამდვილად არ გავიდოდა. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ფაქტის სახით ვიცით ის, რომ იტალიაში ჩაფრინდა და ჩამოფრინდა. ეს კი ბევრის თქმის საშუალებას გვაძლევს. მესის კი სახე ჩამოსტირის, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად თამაშობს და ლამაზი გოლებიც გაიტანა.

    არ ემეტება ძმაკაცი გასაშვებად, სუარესის წასვლა მისთვის ყველაზე მტკივნეული ამბავია, რადგან მიაჩნია, რომ ურუგვაელს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი სარგებლის მოტანა. მესი სუარესს ენდობა, გრიზმანს არა. ამაშია საქმე.

    ისიც ფაქტია, რომ სუარესს დარჩენა სურს, რაც ამ ხელმძღვანელობის ხელში წარმოუდგენელი სულაც არ არის, ეგერ სეტიენი ვერ გაუშვიათ გუნდიდან, რომელსაც მთელი შემადგენლობა წიხლით აგდებდა და სუარესს როგორ გაუშვებენ, რომელსაც მესი ჰყავს ჩაბღაუჯებული?!

    ბოლო წვეთი

    ბართომეუს მიმართ უნდობლობის გამოცხადება მესის ამბავმა დააჩქრა. მისი პირობაც ყველას ახსოვს - "თუ კლუბში დარჩები, მზად ვარ გადავდგე." - თქვა მაშინ პრეზიდენტმა და არ გადადგა, თურმე მესის მთელი სეზონის განმავლობაში პირდებოდა, რომ გადაწყვეტილებას თავად მიიღებდა, მაგრამ ბოლოს წასვლის უფლება არ მისცა.

    ბართომეუ პირობას არასდროს ასრულებს. უღირსი ადამიანისგან ეს გასაკვირი არ არის.

    წყარო - მომზადებულია Marca-ს მიხედვით.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_Goat 10❤ გულშემატკივარი [?]

    18 სექტემბერი 2020 13:41

    ტყვია უნდა შუბლში

    1
    გასულია
    kako წევრი [?]

    18 სექტემბერი 2020 13:22

    აუჭედეთ კარები ამ ნაბოზვარს.და რუჩკებზე დენი შეუერთედ რომ კაბინეტში ვერ შევიდეს....

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 სექტემბერი 2020 13:04

    ჩვეულებრივი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული, გადამგდები ნაძირალაა, რომელიც უნდა გასამართლდეს.
    პ.ს. ვინმეს არ გაგონებთ აქ საქართველოში?

    2
    გასულია
    basa7 Culé [?]

    18 სექტემბერი 2020 12:40

    რაშია მერე ტყუანი, ფორარდის პოზიციაზე სუარესი გრიზმანს ჯიბეში ჩაისვამს

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV