რივალდო: სუარესს უფლება აქვს დარჩეს იმ შემთხვევაშიც, თუ მწვრთნელს არ სურს

რივალდო: სუარესს უფლება აქვს დარჩეს იმ შემთხვევაშიც, თუ მწვრთნელს არ სურს

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა რივალდომ, ერთ-ერთ ინტერვიუში ლუის სუარესის მომავალზე ისაუბრა. 

"ლუის სუარესს უფლება აქვს დარჩეს, იმ შემთხვევაშიც თუ მან ახალი მწვრთნელისგან შეტყობინება მიიღო, რომ გუნდის გეგმებში არ შედის. გულშემატკივრები მას თაყვანს სცემენ ყველაფრისთვის, რაც ურუგვაელმა კლუბისთვის გააკეთა. 

ლიონელ მესი 33 წლის გახლავთ და მას "ბარსელონასთან" ბოლო კონტრაქტი აკავშირებს, მას ანსუ ფატის და ანტუან გრიზმანის დონის ფეხბურთელებთან ახალ დონეზე გადასვლა შეუძლია. ამ მოთამაშეებმა წარმატებით უნდა ითამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რონალდ კუმანს მესის და სუარესის გამოყენება მოუწევს." - რივალდოს სიტყვებს Betfair ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.