"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება

  • 17-09-2020, 23:52
  • "ბარსელონას" ოფიციალური განცხადება

    როგორც იცით, "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ინიცირებული უნდობლობის გამოცხადების ძალაში შესვლისთვის საკმარისზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რასაც კლუბი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. 

    "კლუბის წევრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟორდი ფარემ, "ბარსელონას" მხარდამჭერთა სერვისის (OAB) ოფისში უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნა წარადგინა.

    გადამოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ სულ 20 687 ხელმოწერაა შეგროვებული. 

    პროცესი კლუბის წესდების 55-ე პუნქტის მიხედვით გაგრძელდება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

    უნდობლობის გამოცხადების პროცესი საკმაოდ ჩახლართულია. იმისთვის, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუმ და ბორდის სხვა წევრებმა თანამდებობა დატოვონ, სპეციალური ჯგუფის შექმნა, განცხადების შესწავლა და არჩევნებია საჭირო. სრულ პროცესს, შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    18 სექტემბერი 2020 16:43

    მოკლედ, მე ესე ვატყობ ეს პროცესები მარტამდე გაგრძელდება და რაღა აზრი აქვს. მარტში ხო ისედაც მიდიოდა, თუ კიდე უნდა გადაგვაგდოს?

    ციტატა: Clever liar
    როჟა მეორე პრეზიდენტია ლაპორტასთან ერთად ვინც ტრებლი მოიგო და ასევე მეორე პრეზიდენტია გასპართან ერთან ვინც ყველაზე საზიზღარ პრეზიდენტად ითვლება ბარსელინას ისტორიაში :D ამას მოხეხრხება არუნდა?

    ტრებლი მოიგო თორემ ამანაც ოფლი დაღვარა რა მოედანზე.

    0
    გასულია
    გვარდიოლა-სავიოლა წევრი [?]

    18 სექტემბერი 2020 13:26

    ეს პროცესი რამოდენიმე თვეს მაინც გასტანს, მარტში ისედაც არჩევნებია, რაღა საჭირო იყო კიდე სიტუაციის დაძაბვა, იქნებ ტრანსფერი გააეკეთებინა ამ ჩემისას

    2
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 10:20

    ლეო მესის საუკეთესო დარტყმა კარიერაში
    ჰო მოგინელა აჩკარიკ

    3
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 სექტემბერი 2020 03:04

    ბართო, გიხურს ერთი ადგილი?

    3
    გასულია
    GioKakiashvili ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 02:23

    Dzvlivs!



    "ბარსელონას" ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კიკე სეტიენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ოფიციალურადაც აღარ არის.

    "ბლაუგრანამ" ესპანელ თავკაცს გაუწყვიტა კლუბთან არსებული ხელშეკრულება, რაც ნიშნავს კომპენსაციის მიღებას.

    კატალონიური გუნდის აწი უკვე ყოფილი დამრიგებლის გაშვებით, კლუბი ასწრებს რონალდ კუმანის ოფიციალურ რეგისტრაციას.

    აქედან გამომდინარე, ლა ლიგის პირველ ტურში ნიდერლანდელ მწვრთნელს ექნება გუნდთან ერთად ყოფნის ბედნიერება.

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    18 სექტემბერი 2020 01:21

    აუ რას წელავენ ფაჩიკოს გარმონივით ტვინი გაიბურღა

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 00:22

    ძაან კაიი 😍 ბართომეუსაც ვიშორებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    ეხლა ესენი მოვიშოროთ
    მირანდა. უმტიტი. მუსა ვაგე. ორიოლ ბუსკეცი. რაფინია. ალენია. ვიდალი. ბრეიტვეიტი.
    სუარეზსს ვერ ვაკადრებ მოვიშოროთ მეთქი მაგრამ უნდა დაგვტოვოს სუამაც ოღონდ მარტო იმ შემთხვევაში თუ დეპაი მოყავთ!

    და ეს სამი ფეხბურთელი მოვიყვანოთ და ვსო კრიზისი გადატანილი იქნება 💓
    გარსია. დესტი. დეპაი

    მერე დავჯდები წყნარად და ვუყურებ ჩემხელა ბიჭებს (არაუხო. კუენკა. ტოდიბო. დესტი. მორიბა. რიკი პუჩი. დე იონგი. პედრი. ფატი. ტრინკაო. დე ლაფუენტე.) როგორ გადაატენიან თავზე ბურთს ყველას და ყველაფერს... 💓 💓

    7
    გასულია
    Clever liar ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 00:12

    როჟა მეორე პრეზიდენტია ლაპორტასთან ერთად ვინც ტრებლი მოიგო და ასევე მეორე პრეზიდენტია გასპართან ერთან ვინც ყველაზე საზიზღარ პრეზიდენტად ითვლება ბარსელინას ისტორიაში :D ამას მოხეხრხება არუნდა?

    25
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 00:10

    ედღვენება გამჩენი ბართუშას, მაგის და სეტიენის წასვლა ერთად უნდა აღვნიშნოთ

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV