რა პროცედურებია დარჩენილი ბართომეუს გადადგომამდე?

  • 17-09-2020, 21:29
  • WinGs
  • 9
რა პროცედურებია დარჩენილი ბართომეუს გადადგომამდე?

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს და "ბარსელონას" ბორდის გადადგომის მოთხოვნის ორგანიზატორებმა 20 ათასზე მეტი, ანუ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნის ძალაში შესვლისთვის საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები მოაგროვეს

სანამ პლატფორმა Mes que una Mocio-ს საბოლოო მიზანი მიიღწევა, მოძრაობის ორგანიზატორებმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ. კლუბის წესდებაში ვკითხულობთ, თუ რა შემთხვევაში მივა საქმე პრეზიდენტის მიერ პოსტის რეალურად დატოვებამდე. 

როგორც იცით, მოთხოვნის განსახილველად "ბარსელონას" ოფისში 16 521 ხელმოწერის (კლუბის ოფიციალური ქომაგების 15%) გამოცხადება იყო საჭირო. ოფიციალური მონაცემებით, სულ 20 731 ხმაა შეგროვდა, თუმცა კლუბის მოქმედ ხელმძღვანელებს აქვთ უფლება, ხელმოწერები გადაამოწმონ და მათი გარკვეული ნაწილი ბათილად ცნონ. მათ ამის უფლება დოკუმენტების ფორმალურად წარდგენის შემდეგ, ანუ დღეიდან აქვთ. 

ასევე დღეიდან შეიქმნება უნდობლობის გამოცხადების ზედამხედველთა ჯგუფი, რომელიც შედგება ბორდის წინააღმდეგ მოქმედი დოკუმენტის პირველი 2 ხელმომწერის (მათგან ერთი მაინც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება), ასევე ბორდის ორი წევრისა და კატალონიის ფეხბურთის ფედერაციისგან გამოგზავნილი დელეგატის მიერ. ეს უკანასკნელი პროცესში პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.  

ეს ჯგუფი 10 სამუშაო დღის განმავლობაში იმოქმედებს. მისი მოვალეობა იქნება, დაასაბუთოს, რომ Mocio-ს ოქმში დასახელებულ მიზეზებს, რომელთა საფუძველზეც ბორდის გადადგომაა მოთხოვნილი, ადეკვატური მოტივი აქვს. ჯგუფს შეეძლება დოკუმენტის იმ ხელმომწერთა ხმების უგულებელყოფა, რომლებმაც მოთხოვნას მხარდაჭერა უსაფუძვლოდ გამოუცხადეს. 

როცა ეს პროცესი დასრულება, კლუბი განაცხადებს, თუ როგორ გაგრძელდება უნდობლობის გამოცხადების პროცესი. შესაძლებელია, არ დაკმაყოფილდეს ბორდის რამდენიმე კონკრეტული წევრის გადაყენების მოთხოვნის ვალიდურობა - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბორდის ზოგიერთი წევრის შემთხვევაში პოსტის დატოვების საფუძველი აშკარად არ გამოვლინდება. 

ამის გარკვევის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადების ზედამხედველთა ჯგუფი "ბარსელონასგან" მიიღებს ოფიციალურ ნებართვას, რომ კლუბის წევრებს (Socios) შორის, არანაკლებ 10 და არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში, ხმის მიცემის პროცედურა ჩაატაროს. 

არჩევნების თარიღს კლუბი პროცედურის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე დაასახელებს. ამ პროცედურაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იმ პირებს, რომლებიც კლუბის წესდების 41-ე პუნქტს აკმაყოფილებენ და კლუბის ელექტორატის სიაში უნდობლობის გამოცხადების დღეს ჩათვლილები იყვნენ.

არჩევნების მონაწილეებმა (შედეგის ძალაში შესასვლელად, არჩევნებში მონაწილეობა სულ მცირე კლუბის 10%-მა უნდა მიიღოს) თავიანთი პოზიცია ბორდის თითოეულ წევრზე ცალ-ცალკე უნდა დააფიქსირონ: მათ აქვთ უფლება, მხარი დაუჭირონ დირექტორთა ნაწილის გადადგომას და ნაწილის პოსტზე დარჩენას. ბორდის წევრები (მათ შორის პრეზიდენტი), რომელთა გადადგომასაც მხარს 2/3-ზე მეტი მისცემს, პოსტს დაუყოვნებლივ დატოვებს. 

თუ უნდობლობის გამოცხადებას გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, უნდობლობის ხელახლა მოთხოვნა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელი არ იქნება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    18 სექტემბერი 2020 01:24
    0
    დაჟე შეიძლება ასე უფრო ემტი დრო ქონდეს ბართოს :დდდ კარგია კარგი... თვითონ შემთხვევაა კარგი.. სხვა დროს უფრო ორგანიზბეულები იქნებიან მსგავსად თუ ექნება საქმე რომელიმე პრეზიდენტს. ერთი თვის ამბავია რა ეს ყველაფერი იდეაში
    ფანი [?]
    18 სექტემბერი 2020 01:13
    0
    ციტატა: mesi_10
    ამდენი თუ იბჟუტურეს ყველზე კაი ვარიანტში ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე თუ მოაცილებენ 😀

    😂 პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან მოაწყობენ გაცილების!
    Culé [?]
    17 სექტემბერი 2020 23:09
    0
    ამდენი თუ იბჟუტურეს ყველზე კაი ვარიანტში ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე თუ მოაცილებენ 😀
    ფანი [?]
    17 სექტემბერი 2020 22:46
    2
    იმდენი პროცედურებია გასავლელი მარტამდე კი არა ივნისამდე თუ მოესწრო კარგია😀
    მწერალი [?]
    17 სექტემბერი 2020 22:21
    0
    ციტატა: ANSU FATI..
    ასევე დღეიდან შეიქმნება უნდობლობის გამოცხადების ზედამხედველთა ჯგუფი, რომელიც შედგება ბორდის წინააღმდეგ მოქმედი დოკუმენტის პირველი 2 ხელმომწერის (მათგან ერთი მაინც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება) ეს ჯორდი ფარე იქნება კანდიდატებიდან პირველი ეგ იყო

    იმდენს იზამენ მარტშიც არ მოესწრება ეგ ამბები


    კი, ეგ უნდა იყოს წესით და მეორე ვინმე მისი გუნდიდან. ფედერაციის წარმომადგენელი რა პოზიციას დაიჭერს არ ვიცი, მაგრამ არა მგონია 4000-ზე მეტი ხმა გააბათილონ, ამ ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვეყოს. ყველაზე მეტად ფონტმა იაქტიურა, ლაპორტაც მხარს უჭერს და იმ 2/3-ის დაგროვება არ უნდა იყოს მთლად არარეალური

    შეიძლება ოქტომბერშიც მოესწროს
    Culé [?]
    17 სექტემბერი 2020 22:15
    5
    მოკლედ ამერიკის პრეზიდენტს და სენატს უფრო მარტივად გადააყენებს კაცი, ვიდრე ამ ვირთხას.
    გულშემატკივარი [?]
    17 სექტემბერი 2020 22:15
    3
    მგონი პუტინის გადაყენება უფრო მარტივია ვიდრე ბართო*ლეუსი
    ფანი [?]
    17 სექტემბერი 2020 21:51
    0
    ასევე დღეიდან შეიქმნება უნდობლობის გამოცხადების ზედამხედველთა ჯგუფი, რომელიც შედგება ბორდის წინააღმდეგ მოქმედი დოკუმენტის პირველი 2 ხელმომწერის (მათგან ერთი მაინც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება) ეს ჯორდი ფარე იქნება კანდიდატებიდან პირველი ეგ იყო

    ციტატა: kako
    ამასობაში გაზაფხულიც მოვა და მარტში ისედაც უწევს არჩევნები.ეს ისეთი დამპალი თესლიდან არის გაჩენილი.მარტშიდაც გაიმარჯვებს.და აპრილში ისევ მოიყვანს იმ მენახირეს ტრეინერად.მანამდე ისეც გამოაზამთრებიებს ნახირს

    იმდენს იზამენ მარტშიც არ მოესწრება ეგ ამბები
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    წევრი [?]
    17 სექტემბერი 2020 21:46
    2
    ამასობაში გაზაფხულიც მოვა და მარტში ისედაც უწევს არჩევნები.ეს ისეთი დამპალი თესლიდან არის გაჩენილი.მარტშიდაც გაიმარჯვებს.და აპრილში ისევ მოიყვანს იმ მენახირეს ტრეინერად.მანამდე ისეც გამოაზამთრებიებს ნახირს