5 რამ, რაც "ჟირონასთან" თამაშმა გვანახა

  • 17-09-2020, 11:12
  • 5 რამ, რაც "ჟირონასთან" თამაშმა გვანახა

    "ბარსელონას" ოფიციალური საიტი გვთავაზობს 5 მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც "ჟირონასთან" თამაშში მოხდა.

    ტაიმზე მეტი

    წინა შეხვედრისგან განსხვავებით კუმანმა ფეხბურთელებს მეტი დრო დაუთმო. ცვლილებები 70 წუთამდე განახორციელა და არა შესვენების დროს, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოსამზადებელი ეტაპი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თამაშის შემდეგ ვარჯიში განაგრძეს.

    მესის გოლი

    "ნაპოლის" შემდეგ, ეს მესის პირველი გოლი იყო. ლეო ისევ ისეთი მოტივირებული ჩანს, მაგრამ ისიც ეტყობა, რომ ვერ არის ხასიათზე, ალბათ ამ ყველაფერზე სუარესის ფაქტორიც მოქმედებს.

    კოუტინიო

    ამჯერად მარცხენა ფლანგზე ითამაშა, მაგრამ ისეთივე აქტიური იყო, როგორც პირველ შეხვედრაში. ორ თამაშში ორი გოლი შეაგდო და ეტყობა, რომ კარგ ფორმაშია. კუმანმა ის ორ პოზიციაზე მოსინჯა და მთელი სეზონის განმავლობაში იქნება თამაშები, როცა სხვადასხვა პოზიციაზე მოუწევს თამაში.

    ახალგაზრდები

    "ბარსას" მომავალი ნათელია, ანსუ ფატისა და რიკი პუჩის წინა სეზონში არაუხოც დაემატათ, რომელმაც რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, ახლა კი ეტყობა, რომ მზად არის ძირითადისთვის იბრძოლოს. მოვიდნენ ტრინკაუ და პედრი, ასევე გამოჩნდა კონრად დე ლა ფუენტე, თითოეულმა მათგანმა კარგი შტაბეჭდილება დატოვა და შეიძლება ითქვას, რომ დემბელესთან კონკურენციაში დაწინაურდნენ.

    კუმანი

    ტაქტიკა არ შეცვლილა, გუნდმა 4-2-3-1-ით ითამაშა, მაღალი პრესინგით და მთელი თამაში მეტოქის ნახევარზე დომინირებდა. "ბარსა" კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელმაც იცის, როგორ უნდა შეუტიოს და თავი როგორ დაიცვას.

    წყარო - FcBarcelona.com

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    17 სექტემბერი 2020 15:48

    ტაქტიკა არ შეცვლილა, გუნდმა 4-2-3-1-ით ითამაშა, მაღალი პრესინგით და მთელი თამაში მეტოქის ნახევარზე დომინირებდა. "ბარსა" კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელმაც იცის, როგორ უნდა შეუტიოს და თავი როგორ დაიცვას.

    აი ეს ქებათა ქება, უნდა დაიწეროს კლასიკოს მოგების შემდეგ, მანამდე ჭ-კლასის გუნდებთან დომინირებაზე ლაპარაკი ნამეტანია. ყველამ ვიცით რომ ჩვეულებრივ, ვალვერდეს ბარსაც კი ამ გუნდს დიდი ანგარიშით გადაუვლიდა. გინდა სეზონის დასაწყისში და გინდა სეზონის ბოლოს.

    ციტატა: Messi_Goat 10❤
    კაროჩე ეს ფირპო არაფრათ არ ვარგა რა, ყოველ ბურთის მიღებაზე კარგავს ბურთს, მაგაზე დებილი მოთამაშე ბარსაში არცერთია

    მე მგონი არაუხო კარგად შეეწყო გუნდს.

    1
    გასულია
    Tiyva წევრი [?]

    17 სექტემბერი 2020 14:03

    არ ჩანს ეს კუმანი კაი კაცი

    3
    გასულია
    Messi_Goat 10❤ გულშემატკივარი [?]

    17 სექტემბერი 2020 11:34

    კაროჩე ეს ფირპო არაფრათ არ ვარგა რა, ყოველ ბურთის მიღებაზე კარგავს ბურთს, მაგაზე დებილი მოთამაშე ბარსაში არცერთია

    20
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV