დღეს, ტიტო ვილანოვა 52 წლის გახდებოდა

  • 17-09-2020, 15:25
  • დღეს, ტიტო ვილანოვა 52 წლის გახდებოდა

    დღეს, 2020 წლის 17 სექტემბერს, "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი, ფრანსესკ "ტიტო" ვილანოვა ბაიო 52 წლის გახდებოდა. 

    ვილანოვა 1968 წელს ჟირონას პროვინციაში დაიბადა (ბელკაირე) ფეხბურთის თამაში კი 1984 წელს, "ბარსელონას" სკოლაში დაიწყო. 1988 წელს ის "ბარსელონა ბ-ში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც, 2 წლის განმავლობაში, 52 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

    ტიტომ "ბარსელონა" 1990 წელს დატოვა. ის კატალონიურ გუნდს 2007 წელს დაუბრუნდა, როდესაც "ბარსელონა ბ-ს" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თანაშემწედ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ, ამ წყვილმა "ბარსელონას" პირველი გუნდი ჩაიბარა და მთელი მსოფლიოც დაიპყრო. გვარდიოლასა და ვილანოვას "ბარსელონამ", 4 წლის განმავლობაში, 14 ტიტული მოიგო.

    2012 წელს, გვარდიოლამ კლუბი დატოვა და თავის მემკვიდრედ ტიტო დატოვა. ვილანოვამ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო და ერთადერთი სეზონი ლა ლიგისთვის რეკორდული, 100 ქულის მოპოვებით და ესპანეთის ჩემპიონატის მოგებით დაასრულა. იმ სეზონში, ვილანოვა პრიმერას საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

    2013/14 წლების სეზონის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტიტოს ყელის სიმსივნე კვლავ აწუხებდა, რის გამოც იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა. 2014 წლის 25 აპრილს კი ფრანსესკ "ტიტო" ვილანოვა ბაიოს გარდაცვალების ამბავმა მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა...

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    17 სექტემბერი 2020 16:08

    Rest in peace 🙏🏻

    2
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️
    გასულია
    ♠️Spooky♠️ წევრი [?]

    17 სექტემბერი 2020 15:28

    ❤️Simshvideshi ganisvene🖤

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV