ანდრეს ინიესტას "ლა მასიაში" ჩარიცხვიდან 24 წელი გავიდა

  • 17-09-2020, 01:23
  • ანდრეს ინიესტას "ლა მასიაში" ჩარიცხვიდან 24 წელი გავიდა

    "ბარსელონას" ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე "ლა მასიაში" ჩარიცხვა გაიხსენა, რაც ზუსტად 24 წლის წინ, 1996 წელს მოხდა. 

    ანდრესი "ლა მასიის" წევრი 1996-2001 წლებში გახლდათ, 2001-2003 წლებში ნახევარმცველი "ბარსელონა ბ-ს" შემადგენლობაში ასპარეზობდა, 2002-2018 წლებში კი ინიესტა კატალონიელთა უცვლელი ფიგურა იყო. 

    "დონ ანდრესის" ზღაპარი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 12 წლის ასაკში დაიწყო, 34 წლისამ კი კლუბი დატოვა და იაპონურ "ვისელ კობეს" შეუერთდა, სადაც დღემდე ასპარეზობს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    17 სექტემბერი 2020 01:57

    ❤️ #infinit8iniesta

    1
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV