როგორ ერთობიან რიკი პუჩი და პედრი მოედანზე გასვლამდე | ვიდეო

  • 16-09-2020, 22:37
  • როგორ ერთობიან რიკი პუჩი და პედრი მოედანზე გასვლამდე | ვიდეო

    კატალონიის "ბარსელონას" შემადგენლობაში ამჟამად ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაა. გასულ წელს განცდილი კრახის შემდეგ, ყველას ყურადღება სწორედ მათკენაა მიქცეული, ვინაიდან, კლუბის მომავალი სწორედ ამომავალ ვარსკვლავებზეა დამოკიდებული.

    ახლა კი, ინტერნეტსივრცეში ვირუსივით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ემზადებიან პედრი და რიკი პუჩი "ჟირონასთან" მოედანზე შესასვლელად. კადრებში ფეხბურთელების ოსტატობა და ტექნიკურობა იკითხება.


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    17 სექტემბერი 2020 02:51

    ციტატა: nika 54
    ციტატა: shu1987
    ამ გართობაში დახარჯეს ენერგია და სტადიონზე დააკლდათ... ორივე ძაან ნიჭიერია ...

    ანუ ორ ტაიმს ესენი ვერ გაქაჩავენ?

    ნიკა, პატივს ვცემ შენს ასაკს და გამოცდილებას. წლებია შენს და არა მარტო შენს კომენტარებს ვკითხულობ. თითქოს ჩასაფრლებული ხარ მწერლების შეცდომებზე და ამაზე რეაგირებ, ანუ ქართულად გინდა უშეცდომოდ წერდნენ, მაგრამ მაქვს ერთი კითხვა. ამ საიტის მომხმარებელთა 90% რომ დამახინჯებული ქართულით წერს რატომ ერთხელ მაინც არ გაგიჩნდა სურვილი იგივენაირად შეგესწორებინა, თუ მარტო მწერლებზე გვაქვს გართულება. მეც მინდა, რო ყველა გამართული ქართულით წერდეს, მაგრამ ასე არაა სამწუხაროდ. "იგრა, იგროკი, კამანდა, ტრენერი, სუდია" და ასე შემდეგ. განა ამათი შემცვლელი ქართულში არ არსებობს? არსებობს, მაგრამ ერთხელაც არ გაგჩენია შესწორების სურვილი. მე არა ერთხელ დავაყენე და ვცადე შემეხსენებინა ბევრისთვის, რომ ქართული სიტყვები გამოგვეყენებინა, მაგრამ ვინ გისმინა., ეს სიტყვები მოდაშია და კიდიათ, რომ ქართულ ენას ამახინჯებენ და დამპყრობლის ენაზე საუბრობენ. არადა ეს ენა მშვენივრად ვიცი, მისწავლია და მიცხოვრია იმ ქვეყანაში, მაგრამ ვცდილობ ქართულად ვიმეტყველო, თქვენ კი რეაქცია არასდროს გქონიათ , მწერლების გარდა..

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 23:02

    ციტატა: shu1987
    ამ გართობაში დახარჯეს ენერგია და სტადიონზე დააკლდათ... ორივე ძაან ნიჭიერია ...

    ანუ ორ ტაიმს ესენი ვერ გაქაჩავენ?

    0
    გასულია
    shu1987 ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 22:57

    ამ გართობაში დახარჯეს ენერგია და სტადიონზე დააკლდათ... ორივე ძაან ნიჭიერია ...

    0
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 22:56

    ერთობიან ბავშვები ❤️

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV