ესპანეთის ქალთა ჩემპიონატი "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებით გაიხსნება

ესპანეთის ქალთა ჩემპიონატი "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებით გაიხსნება

დღეს ესპანეთის ქალთა ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის კალენდრის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ პირველ ტურში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან.

"ბარსელონა" ესპანეთის გამორჩეულად საუკეთესო გუნდია, "რეალმა" კი ქალთა გუნდი ახლახანს შექმნა. "სამეფო კლუბმა", გასულ სეზონში, "ტაკონის" სახელით იასპარეზა, მიმდიანრე სეზონისთვის კი ქალთა ფეხბურთში ძალების მოსინჯვა ოფიციალურად გადაწყდა და "ტაკონს" სახელი გადაერქვა.

"ბარსელონა" როგორც წყვილის, ასევე ჩემპიონატის გამოკვეთილი ფავორიტია. კატალონიელებმა "რეალის" გუნდი (მაშინდელი "ტაკონი") გასულ სეზონში 9-1 და 6-0 გაანადგურა. მას შემდეგ "რეალი" გაძლიერდა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, "ბარსას" წინააღმდეგობა თავიდანვე გაუწიოს.

ქალთა ფეხბურთში "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრას ძნელია "კლასიკო" ვუწოდოთ, რადგან ამ დაპირისპირებას არანაირი ისტორია არ აქვს. ესპანურ ქალთა ფეხბურთში "კლასიკოდ" "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირებას უფრო მიიჩნევენ, "რეალს" კი ჯერ ამის დამსახურება მოუწევს.

პირველი ტურის თამაში 4 ოქტომბერს, მადრიდში გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 17 სექტემბერი 2020 16:39
    0
    მჯერა 5 ბურთიანი უპირატესობით მოუგებენ
    გულშემატკივარი [?]
    #5 17 სექტემბერი 2020 14:33
    0
    ქალთა ელ კლასიკოც საინტერესო სანახავი იქნება მიდით გოგოებო დაადუმეთ მადრიდტისტები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 სექტემბერი 2020 22:17
    0
    ციტატა: marco reus 11
    ხალხო რეალი და ბარსა 27 ში რატო იწყებენ ლალიგას?

    იმიტომ რო ბარსამ გვიან დაამთავრა, რეალმაც,
    ფანი [?]
    #3 16 სექტემბერი 2020 20:40
    1
    Midit gogoebo unda movugot♥️♥️♥️♥️
    Culé [?]
    #2 16 სექტემბერი 2020 20:28
    2
    ციტატა: marco reus 11
    ხალხო რეალი და ბარსა 27 ში რატო იწყებენ ლალიგას?

    სხვებთან შედარებით გადატვირთული გრაფიკი ქონდათო და დასვენების უფლება მისცეს. ალბათ ლიგის ფინალში გადეიღალნენ ნამეტნავად :D
    Culé [?]
    #1 16 სექტემბერი 2020 20:19
    0
    ხალხო რეალი და ბარსა 27 ში რატო იწყებენ ლალიგას?
    --------------------
    fly with barca,
    die with barca