ჟოან ლაპორტა: ბართომეუს მოსაშორებლად კიდევ 20 ათას ბიულეტენს გავაფორმებდი

ჟოან ლაპორტა: ბართომეუს მოსაშორებლად კიდევ 20 ათას ბიულეტენს გავაფორმებდი

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა კლუბის ოფიციალურ წევრებს (Socios) აქტიურად მოუწოდებს, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს წინააღმდეგ გამოცხადებულ უნდობლობას მხარი დაუჭირონ.

კატალონიელთა ყოფილი ხელმძღვანელი Twitter-ზე წერს: "მე უკვე გავაფორმე ბიულეტენი და რომ მქონოდა შესაძლებლობა, კიდევ 20 ათას ბიულეტენს გავაფორმებდი, რათა ბართომეუ და მისი ბანდა მომეშორებინა. მათ "ბარსას" ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს და უკვე ერთ წუთსაც აღარ იმსახურებენ. დღეს ბოლო დღეა და თუ თქვენ ჯერ არ მოგიწერიათ ხელი, დრო ჯერ კიდევ გაქვთ."

ბოლო ინფორმაციით, უნდობლობის ოქმს 16 520 ხელმოწერა აქვს და კიდევ ათას ხმაზე ნაკლებია საჭირო, შედეგები კი ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე იქნება ცნობილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 16 სექტემბერი 2020 21:45
    1
    ბოლო ინფორმაციით, უნდობლობის ოქმს 16 520 ხელმოწერა აქვს და კიდევ ათას ხმაზე ნაკლებია საჭირო, შედეგები კი ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე იქნება ცნობილი

    16500 არ უნდა შეგროვილიყო ? ესე არ წერდენ ? აქაც ჰო დაიწერა და კიდო რაღა ათასი ხმა უნდა გაუგებარია იქნებ აგვიხსნათ ვინმემ ვერ მივხვდი რახდება


    ეს დღეს არ დაიწერა აქ შუადღეზე ?

    ბოლო ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჟოზეპ მარია ბართომეუს წინააღმდეგ 14 100 ხელმოწერაა შეგროვებული. იმისთვის, რომ პრეზიდენტისა და ბორდის უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღიძრას, კიდევ დაახლოებით 2 400 ხმაა საჭირო. ერთ დღეში ამდენი ხელმოწერის შეგროვება ძალიან რთული იქნება, თუმცა, მედიის ინფორმაციით, კლუბის წევრების ნაწილმა რამდენიმე საათის წინ პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყო.


    ჰოდა კიდე რაღა დაახლოებით ათასამდე ხმა ? გაუგებარია

    ურთიერთგამომრიცხავ სტატიებს დებთ და ვერაფერი გავიგე რომელია სიმართლე
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    წევრი [?]
    #4 16 სექტემბერი 2020 21:01
    0
    aqamde unda agrovebuliyo eg xelmowerebi
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 სექტემბერი 2020 20:36
    2
    მიდით ბიჭო მიაწექით ! 21 მარტამდე თუ დარჩა კლუბს გააკოტრებს ვალებს დატოვებს და მერე წავა
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #2 16 სექტემბერი 2020 20:31
    0
    Kai infoa waikitxet!!!!
    ბარსელონას" წევრების დაჯგუფება Mes Que Una Mocio ხვალ ხოსეპ მარია ბართომეუსთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად დაწყებული ხელმოწერების შეგროვების შედეგს წარადგენს, - იტყობინება Cadena Cope.

    ეს თბილისის დროით 20 საათზე მოხდება.

    პრეზენტაცია მათ მისცემთ საშუალებას, რომ თავიანთი საქმიანობა ხუთშაბათ საღამომდე განაგრძონ.

    Esport3-ის თანახმად, ჯგუფის წევრებს საჭირო ხელმოწერების 90% უკვე შეგროვებული აქვთ.

    ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ მხოლოდ 1620 ხელმოწერა და "ბარსელონას" პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
    Culé [?]
    #1 16 სექტემბერი 2020 20:29
    0
    ვაა დღის მეორე ნახევარში აშკარად მატებაა ტემპის....წესით მოესწრება ხვალამდე.