"ბარსელონას" 5 მოთამაშე, რომლებსაც დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში კლუბში ვეღარ ვიხილავთ

"ბარსელონას" 5 მოთამაშე, რომლებსაც დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში კლუბში ვეღარ ვიხილავთ

რონალდ კუმანის გუნდში შესაძლოა, უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. Tribuna.com იმ მოთამაშეებს ასახელებს, რომლებიც დიდი ალბათობით კლუბს დატოვებენ. 

ლუის სუარესი

რონალდ კუმანმა ურუგვაელი ამხანაგურ შეხვედრებში განაცხადს მიღმა დატოვა ("ჟიმნასტიკთან" და "ჟირონასთან") სპეციალისტის კლუბში მოსვლის პერიოდში კი უმალვე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც გავიგეთ, რომ ნიდერლანდელი სუარესს არ ენდობოდა. დარჩება თუ არა სუარესი სამომავლოდ "ბარსელონაში"? ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს... 

არტურო ვიდალი

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ვიდალიც დატოვებს, ეს კი შესაძლოა, ამ კვირაშიც მოხდეს. ჩილელის გაყიდვასთან დაკავშირებით "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რამონ პლანესმა ისაუბრა. სავარაუდოდ, ვიდალი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. 

რაფინია

მორიგი სეზონი იჯარით სხვა კლუბში, 27 წლის ფეხბურთელის ადგილი "ბარსელონაში" უკვე დიდი ხანია აღარაა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მისი "კამპ ნოუზე" დარჩენის შანსი "ნულის" ტოლფასია. 

სამუელ უმტიტი 

ფრანგი მცველი უკვე საკმაოდ ხშირად ღებულობს ტრავმებს, ეს კი მთელი სეზონის უქმობით სრულდება. უმტიტის სიტუაცია დღემდე გაურკვეველი რჩება, მისი ძმის, იანიკ უმტიტის ინფორმაციით, რომელიც ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ, სამუელს "ბარსელონას" დატოვება არ სურს. 

მუსა ვაგე 

მარჯვენა მცველმა ვარჯიშებზე რონალდ კუმანის გაკვირვება ნამდვილად ვერ მოახერხა, "ბარსელონამ" კი მისი გაყიდვა უკვე გადაწყვიტა. 

ასევე შეგვიძლია გამოვყოთ მარტინ ბრეითუეიტი, ფილიპე კოუტინიო და ჟან-კლერ ტოდიბო, რომელთა სამომავლო პერსპექტივა არც თუ ისე მყარი გახლავთ, თუმცა ჩამოთვლილი მოთამაშეებისგან განსხვავებით, მათი კლუბში დარჩენის შანსი 20%-ზე მეტი გახლავთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 სექტემბერი 2020 16:38
    1
    კოუტინიოს გაშვება ვიღამ გადაწყვიტა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 სექტემბერი 2020 13:06
    4
    სუარესი უნდა დატოვონ დანარჩენი გასაშვებია მიაყოლონ მაგათ ალენია ორიოლ ბუსკეცი და მირანდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued