ლუის სუარესი ვერც "ჟირონასთან" ითამაშებს | RAC1

  • 16-09-2020, 14:55
  • ლუის სუარესი ვერც "ჟირონასთან" ითამაშებს | RAC1

    RAC1-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი დღეს, "ჟირონას" წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

    წყაროს ცნობით, "ელ პისტოლეროს" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი სამატჩო განაცხადში არ შეიყვანს.

    როგორც იცით, სამხრეთ ამერიკელი არც "ჟიმნასტიკის" განაცხადში მოხვდა, რამაც ინტერნეტსივრცეში ბევრი ჭორი ააგორა.

    ახლაც, ესპანური გაზეთები ირწმუნებიან, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ამ ჟესტებით ფეხბურთელს წასვლისაკენ უბიძგებს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    პავლოვიჩი56 გულშემატკივარი [?]

    16 სექტემბერი 2020 17:54

    ციტატა: nika 54
    ვერ არის ეს კუმანი, კარგი ფსიქოლოგი. ასე არ უშვებენ კონტრაქტიან ფეხბურთელებს. აი ეხლა სუარესი ზუსტად იმიტომ რო ესე აწვება არსადაც არ წავა, და რას უზავენ ძალიან მაინტერესებს. პერესიც კი ვერ ერევა იმ უსაქმურ ბეილს იმიტომ რომ კანონი არ აძლევს უფლებას, კონტრაქტს ცალმხრივად ვერ გაწყვეტ თუ ფეხბურთელი არ დაითანხმე და კუმანს ისევე როგორც ბართომეუს დიდი უნარი ადამიანთან ურთიერთობის არ გააჩნიათ როგორც ეტყობა. ამიტომ არავინ არ იცის როგორ გაუჭირდება გუნდის თავდასხმას და როგორ დასჭირდებათ სუარესის დახმარება ხოდა უვარჯიშებელი თუ უთამაშებელი ფეხბურთელი საერთოდ აღარ გამოდგება, მეორეც თუ გაყიდვა გინდა გამოუშვი გაატანინე გოლები რო ვინმეს თვალში მოუვიდეს და ეგება წაიყვანონ იაფად მაინც.

    როსელი-ბართომეუ-კუმანი...ერთი ბანდაა,რომლის მიზანი "ბარსა"-ს განადგურებაა.კუმანი არაა მაღალი დონის მწვრთნელი. რა მოიგო?

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 16:09

    ვერ არის ეს კუმანი, კარგი ფსიქოლოგი. ასე არ უშვებენ კონტრაქტიან ფეხბურთელებს. აი ეხლა სუარესი ზუსტად იმიტომ რო ესე აწვება არსადაც არ წავა, და რას უზავენ ძალიან მაინტერესებს. პერესიც კი ვერ ერევა იმ უსაქმურ ბეილს იმიტომ რომ კანონი არ აძლევს უფლებას, კონტრაქტს ცალმხრივად ვერ გაწყვეტ თუ ფეხბურთელი არ დაითანხმე და კუმანს ისევე როგორც ბართომეუს დიდი უნარი ადამიანთან ურთიერთობის არ გააჩნიათ როგორც ეტყობა. ამიტომ არავინ არ იცის როგორ გაუჭირდება გუნდის თავდასხმას და როგორ დასჭირდებათ სუარესის დახმარება ხოდა უვარჯიშებელი თუ უთამაშებელი ფეხბურთელი საერთოდ აღარ გამოდგება, მეორეც თუ გაყიდვა გინდა გამოუშვი გაატანინე გოლები რო ვინმეს თვალში მოუვიდეს და ეგება წაიყვანონ იაფად მაინც.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV