Ser: დღეს დილით, ბართომეუს წინააღმდეგ 600 ხმა დარეგისტრირდა

  • 16-09-2020, 14:18
  • Ser: დღეს დილით, ბართომეუს წინააღმდეგ 600 ხმა დარეგისტრირდა

    ბოლო ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჟოზეპ მარია ბართომეუს წინააღმდეგ 14 100 ხელმოწერაა შეგროვებული. იმისთვის, რომ პრეზიდენტისა და ბორდის უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღიძრას, კიდევ დაახლოებით 2 400 ხმაა საჭირო. ერთ დღეში ამდენი ხელმოწერის შეგროვება ძალიან რთული იქნება, თუმცა, მედიის ინფორმაციით, კლუბის წევრების ნაწილმა რამდენიმე საათის წინ პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყო. 

    Cadena Ser-ის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ ფონტის ოფისში ხელმოწერა დღეს დილით 600-მა ადამიანმა წარადგინა, რაც დროის მცირე მონაკვეთისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, დარჩენილ საათებში მიზნის მიღწევის შანსი გაიზარდა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ჩიკო წევრი [?]

    16 სექტემბერი 2020 19:34

    ეს 2400 ხმაც რომ აგროვდეს მერე რახდება ანუ ოფიციალურად გადადგება ეს თუ რა მოხდება?

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 16:21

    ციტატა: Griezzy7
    ვინაწერს ხელს გამაგებინეთ ვინმემმ. ვერ გავიგეეე???????

    ხელმოწერები კლუბის ოფიციალური წევრებისგან (Socios) გროვდება, რომლებმაც დოკუმენტი მატერიალური სახით უნდა შეავსონ. ანუ პირადად მივიდნენ და შეავსონ ფორმა.

    1
    გასულია
    Hessi გულშემატკივარი [?]

    16 სექტემბერი 2020 16:08

    ამის წინააღმდეგ თუ ვერ გროვდება ხელმოწერები ესეიგი არც არასდროს შეგროვდრბა ხოლმე

    1
    გასულია
    Cule Is Always Elegant Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 14:51

    ციტატა: azulgerana
    ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მოაწეროს ხელი?

    ბარსას წევრებმა, რაც დაახლოებით 160 000 ადამიანია ესპანეთში

    1
    გასულია
    romani23 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 14:32

    ხო ვწერდი აქ რომ 1) ეს კაცი არის უძირავი (როგორც ბიძინა) გემი მიტო რომ 2) სოსიოს-დელეგატები არიან სირ-ზავოდები და ყველ-კარაქები.

    4
    გასულია
    azulgerana Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 14:30

    ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მოაწეროს ხელი?

    1
    --------------------
    ღადობარსა :)))
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 14:26

    WinGs,
    ვაფშე აქამდე რატო ვერ შეაგროვეს ეგ მიკვირს 😏
    ჯიგარიხარ რომ გამარკვიე 💓

    3
    გასულია
    WinGs მწერალი [?]

    16 სექტემბერი 2020 14:24

    ციტატა: Griezzy7
    ვინაწერს ხელს გამაგებინეთ ვინმემმ. ვერ გავიგეეე???????

    ბარსელონას წევრები, მათ შორის გულშემატკივრებიც, ოღონდ ოფიციალური საბუთი უნდა ჰქონდეთ. თან დისტანციურად ვერ გააგზავნიან, პირდაპირ დოკუმენტი უნდა მიიღონ და იმას მოაწერონ ხელი. ანუ მცირე დროში ბევრი ხელმოწერის შეგროვება რთულია

    2
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 14:19

    ვინაწერს ხელს გამაგებინეთ ვინმემმ. ვერ გავიგეეე???????

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV