"ბარსამ" რონალდ კუმანს მოთხოვნა ტერ შტეგენის გამო არ დაუკმაყოფილა | Sport

"ბარსამ" რონალდ კუმანს მოთხოვნა ტერ შტეგენის გამო არ დაუკმაყოფილა | Sport

კატალონიის "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბის ამჟამინდელ, თუ სამომავლო გეგმებში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მეკარის კონტრაქტის გახანგრძლივების საქმე ჯერ სრულად მოგვარებული არ არის, კლუბი მაინც მშვიდადაა. 

მას შემდეგ, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სადავეები რონალდ კუმანმა ჩაიბარა, მოითხოვა, რომ საკუთარი ასისტენტებით მოსვლის უფლება ჰქონოდა, რაზეც "ბლაუგრანასაგან" თანხმობა მიიღო. თუმცა, Sport-ის ინფორმაციით, "ბარსამ" ნიდერლანდელ სპეციალისტს მეკარეთა მწვრთნელი არ მოაყვანინა.

აღნიშნულის მიზეზი კი გერმანელი ვარსკვლავისა და მისი ძველი (ამჟამინდელიც) მწვრთნელის, ჟოზე რამონ დე ლა ფუენტეს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობაა. 

წყარო დასძენს, რომ მარკის ხელშეკრულების განახლების საქმე მთლად მარტივად არ არის. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბიციურია და მას კლუბისაგან ხარისხიანი პროექტი სურს. კლუბი იმედოვნებს, რომ შტეგენთან მოლაპარაკებებს მომდევნო კვირაში განაახლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 16 სექტემბერი 2020 17:57
    0
    ბართომეუს წასვლამდე არავინ არ გაახანგძლივებს.
    Noe armegonashvili cule
    სტუმარი [?]
    #2 16 სექტემბერი 2020 14:20
    2
    SAUKETESO IQNEBA TU TER SHTEGENI 2025 WLAMDE GAKHANGRDZLIVEBS KONTRAQTS DE LA FUENTE KARGI MWVRTNELIA
    AQVE VITYVI ROM TSITSI PAPUNASHVILI ARIS SAUKETESO MWERALI ROMELIC SHROMOBS DAUZOGAVAD DA CDILOBS MOGVAWODOS SIAKHLEBI MALE DA UMOKLES VADEBSHI MIYVARKHAR TSITSI ROGORC BARCELONAS MAGARI FANI DAVAFASOT YVELA MWERALI
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 სექტემბერი 2020 14:11
    2
    ზნაჩიტ გამოდის რომ შტეგა უეჭველი გააგრძელებს კარიერას ჩვენთან. მივესალმები.