"ჟირონას" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩის წინ

  • 16-09-2020, 13:44
  • "ჟირონას" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩის წინ

    დღეს "ბარსელონა" პრესეზონის მეორე მატჩს გამართავს. კატალონიელების მეტოქე "ჟირონა" იქნება, რომელიც 2 წლის წინ ლა ლიგის ცხრილის ათეულში შედიოდა, ახლა კი სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს. 

    "ბარსას" მსგავსად, "ჟირონასაც" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ფრანსისკო. მან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

    "ჩვენთვის პრესეზონის პირველი თამაშია და ისეთ გუნდს ვხვდებით, რომლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. 

    რა თქმა უნდა, "ბარსელონასთვის" წინააღმდეგობის გაწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ და თამაშით სიამოვნება მივიღოთ. ეს მატჩი თითოეული ფეხბურთელისთვის თავის გამოჩენის დიდი შანსია. 

    "ბარსას" ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა იქნება, რაც საქმეს გაგვირთულებს". - განაცხადა ფრანსისკომ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 18:06

    ციტატა: nika 54
    მიკვირს არავინ რო არ წერს, 5-0, 8-0 მესის ოთხი გოლი, ბურთის თავზე გადახევა და ასე შემდეგ. მოგიყვანათ კუმანმა აზრზე?

    კუმანმა კი არა სეტიენმა.😀

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 13:57

    მიკვირს არავინ რო არ წერს, 5-0, 8-0 მესის ოთხი გოლი, ბურთის თავზე გადახევა და ასე შემდეგ. მოგიყვანათ კუმანმა აზრზე?

    4
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 13:50

    ეს შემადგენლობა მაინტერესებს პირველ ტაიმში 😍
    გრიზმანი
    დემბელე---კოუტინიო---მესი
    დე იონგი---ბუსკეცი
    ალბა---ლენგლე---პიკე---რობერტო
    ნეტო


    მეორეში ეს 🙂
    ბრეიტვეიტი
    დე ლა ფუენტე---პედრი---ტრინკაო
    ალენია---რიკი პუჩი
    ფირპო---კუენკა---არაუხო---სემედუ
    ინიაკი პენია


    ანგარიში ესეთი მგონია 2-0
    მესის და გრიზის გოლები მგონია 🤗 😝

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV