რატომ არ სურს კუმანს ტიაგო ალკანტარას შეძენა? | 4 მიზეზი

  • 16-09-2020, 13:31
  • რატომ არ სურს კუმანს ტიაგო ალკანტარას შეძენა? | 4 მიზეზი

    "ბარსელონას" ხელმძღვანელების დიდი ნაწილისთვის ნახევარდაცვის გაძლიერების მთავარი კანდიდატი ტიაგო ალკანტარა იყო, თუმცა ტრანსფერზე უარი გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თქვა. 

    იმის გათვალისწინებით, რომ ტიაგო ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნახევარმცველია, თანაც "ბლაუგრანას" შემადგენლობაში უთამაშია და კლუბს მისი შეძენა  სულ 30 მილიონ ევროდ შეეძლო, კუმანის გადაწყვეტილება უცნაური ჩანს. Tribuna გვთავაზობს 4 მიზეზს, რომელთა გამოც ჰოლანდიელ სპეციალისტს ალკანტარაზე უარის თქმის საფუძველი უნდა ჰქონოდა. 

    ტიაგოს გამოწვევები

    ესპანელმა ნახევარმცველმა "ბაიერნთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ კარიერის დასკვნით ეტაპზე ახალი გამოწვევები სურს. ყოფილ კლუბში დაბრუნება ახალ გამოწვევად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს, ფეხბურთელს კი "ბარსელონაზე" მეტად გული პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ლივერპულისკენ" მიუწევს. 

    ასაკი

    ტიაგო მომავალი წლის აპრილში 30 წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მას გუნდთან ადაპტაციის გავლა გაუადვილდება, კუმანს ურჩევნია, აქცენტი უფრო ახალგაზრდა მოთამაშეზე გააკეთოს, რომლის ირგვლივაც გრძელვადიან პროექტს ააგებს. 

    აღსანიშნავია, რომ იგივე პრობლემა "ბარსას" დამრიგებლის პრიორიტეტის, ჯორჯინიო ვეინალდუმის შემთხვევაშიც იქნება. 

    ტრავმიანობა

    ტიაგო ალკანტარა ნამდვილად არ არის იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც საავადმყოფოში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე მინდორზე, თუმცა დაზიანებები მას ხელს საკმაოდ ხშირად უშლის. 

    Transfermarkt-ის ინფორმაციით, ტიაგომ ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ტრავმა 13-ჯერ მიიღო და ჯამში 209 დღე გაუცდა. თავის მხრივ, ჯორჯინიო ვეინალდუმს 2014/15 წლების სეზონის შემდეგ ტრავმის გამო ერთი თამაშიც კი არ გამოუტოვებია. 

    ხელფასი

    პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყველაფერი კარგადაა ცნობილი. კუმანმა ბორდის სურვილი კიდეც რომ დააკმაყოფილოს და ალკანტარას ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს, კლუბს ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდა გაუჭირდება. 

    ტიაგო მიუნხენში წლიურად დაახლოებით 12 მილიონ ევროს იღებდა. ვეინალდუმის ამჟამინდელი ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია - 4 მილიონი ევრო.

    როგორც თავად პრეზიდენტმა განაცხადა, "ბარსა" არა მარტო ახალწვეულებს, გუნდის მოქმედი წევრების ხელფასების შემცირებასაც აპირებს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 03:19

    1) ტიაგო ფლეიმექერი არაა.
    2) ტიაგო დე იონგის პოზიციის არაა და არც ''გაბრწყინებაში'' შეუშლის ხელს, უბრალოდ ცენტრალურ ნახ.დაცვაში ჰოლანდიელი უნდა ვისთანაც უმუშავია და ვისთანაც დაალაგებს ბევრად უკეთესად ტაქტიკიდან დაწყწბული ადამიანურ ურთიერთობებს...
    ტიაგო ხავის პოზიციაზეა დღეს ჩვენ მანდ პიანიჩი გვყავს და არც ასაკით არც უნარ ჩვევებით არ ჩამოუვარდება ტიაგოს.მომავალში კიდე მე პირადად მაგ პოზიციაზე - ლამასიელ მორიბას ვხედავ. ასრ, რომ ამ.კრიზისის დროს ტიაგოს.და სხვა ფეხბურთელების ყიდვა სადაც.ისედაც დიდი კონკურენციაა (ალენია მაგალითად) არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ან მე ვინ მკითხავს ან თქვენ ჩემი აზრი.იყო უბრალოდ. გუდ ლაქ

    0
    გასულია
    Bakero Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 20:03

    ტიაგო კი არა ვერავის ვერ დაიმატებენ ! 21 მარტს აჩკებიანი გამოაცხადებს რომ კლუბი გაკოტრებულია ვალებს დატოვებს და წავა მაგრამ დიდი შანსია ვინმე თავისიანი დასვას როგორც როსელმა დატოვა ბართომეუ აი მანდ უნდა იბრძოლონ ლაპორტა / ფონტიმ თუ მართლა უყვართ კლუბი !

    0
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 18:34

    აბა ვეინალდუმი უნდაო? სადაა აქ ახალგაზრდობისადმი მოთხოვნა?

    0
    გასულია
    WhichonesPink წევრი [?]

    16 სექტემბერი 2020 18:15

    ანუ ტიპი ვეინალდუმს ითხოვდა და ასაკს მიზეზად რატო ასახელებს ამის ავტორი ?

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 14:00

    იმის გათვალისწინებით, რომ ტიაგო ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნახევარმცველია, თანაც "ბლაუგრანას" შემადგენლობაში უთამაშია და კლუბს მისი შეძენა სულ 30 მილიონ ევროდ შეეძლო.....

    მოვკვდი სიცილით, რა 30, 15-ს ვერ იხდიან გარსიაში....

    0
    გასულია
    alen halilovic ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 13:56

    ერთადერთი რეალური მიზეზი უარის სათქმელად არის ის, რომ დე იონგის პოზიციაზე თამაშობს და შეუშალოს შეიძლება ხელი გაბრწყინებაში. თუმცა წინაც მშვენივრად შეუძლია ტიაგოს, უფრო ტიაგოს ვიდრე დე იონგს. მარა დე იონგიც თუ გაიხსნა წინაც შეძლებს რო რამე.
    მაგრამ ტიაგოზე უარის თქმის დრო ბარსას არ უდგას ნაღდად, თუნდაც 30 წლისაზე

    1
    გასულია
    romani23 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 13:34

    ტიაგო დღეს და ახლა არის იდეალური პლეიმეიკერი... ამ სიტყვის ზუსტი და პირდაპირი გაგებით. ტრავმიანობას რაც შეეხება ის არარის ფოლადისგან მაგრამ არც სტეკლოტარაა და მე პირადად თამამად გავიღებდი მაზე ფულს.

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV