ახალი მოტივაცია ლუის სუარესისთვის

ახალი მოტივაცია ლუის სუარესისთვის

„ბარსელონას“ სატრანსფერო ამბები ძალიან ნელი ტემპით ვიტარდება. სეზონის დასაწყისში ითქვა, რომ გუნდს მინიმუმ 8 ფეხბურთელი დატოვებდა, მაგრამ მხოლოდ არტური და რაკიტიჩი წავიდნენ, სულ მალე უნდა გაოფიციალურდეს ვიდალის ტრანსფერიც, მაგრამ ეს საქმეც იწელება, აი ლუის სუარესის გარშემო კი სრული გაუგებრობაა.

კლუბისა და კუმანის პოზიცია დიდი ხანია ნათელია, მათ სურთ, რომ სუარესი წავიდეს, მაგრამ თავად ფეხბურთელს გუნდის დატოვება არ სურს, მისი კონტრაქტიც ისეთია, რომ ფინანსური დავის უფლება აქვს და ისედაც კრიზისში მყოფ „ბარსელონაზე“ ზეწოლას ახდენს. მისი წასვლის გარეშე კი ვერც დეპაის ტრანსფერი დასტურდება და აღარც ლაუტაროს შეძენას აქვს დიდი აზრი.

თუმცა, სუარესი ტურისტის როლში ნამდვილად არ იქნება, ის ბრძოლას აპირებს და დარწმუნებულია, რომ ფორვარდობისთვის ბრძოლაში, ანტუან გრიზმანს კონკურენციას მოუგებს. სეზონის დასაწყისში გრიზმანს მეტი სათამაშო დრო ექნება, რადგან კუმანი აქცენტს მასზე აკეთებს, აი მერე რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. სუარესის ასეთი განწყობა კი ცუდი ნამდვილად არ არის, თავადაც მოუმატებს და გრიზმანსაც არ მისცემს მოდუნების საშუალებას.

წყარო - Marca

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    koxregio
    სტუმარი [?]
    #3 16 სექტემბერი 2020 12:57
    1
    კონკურენცია ეგ უფრო მომწონს. თავის ჭკუაზე რომ ატრიელებდნენ მთელს ბარსას 🤭 გრიზმანი არ უნდა გაიყიდოს. თუ გაისად მესი წავა, ანტუანი დაიხევს მესის ადგილზე და ერთ ცენტფორვარდს დავიმატებთ.
    მწერალი [?]
    #2 16 სექტემბერი 2020 12:11
    6
    ციტატა: romani23
    თუ კუმანმა რჩევა მთხოვა (😃) ვურჩევდი 1) შეეშვას ლაუტაროს, იგი სუარესისავით გოლებს პაჭკებით ვერ გაიტანს არც 2 არც 3 და გინდ 5 წლის შემდეგაც, 2) გადაერთოს დეპაის დათრევაზე, 3) გრიზმანი დააყენოს ტრანსფერზე მიტო რომ არც აუცილებლობაა მასში და ის უფრო მალე და უპრობლემოდ გაიყიდება, 4) მიხედოს მარჯვენა ბროვკას რადგან სემედუს იშორებენ და 5) სუარესი მეტი დააფასოს, მან ეს დაიმსახურა და არც გოლების გატანის ტემპს უკლებს.

    კაი გეგმაა, მაგრამ წავიდა ის დრო გრიზმანი, რომ უპრობლემოდ იყიდებოდა : )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 სექტემბერი 2020 12:03
    10