რონალდ კუმანის პრიორიტეტი რომელუ ლუკაკუ იყო

  • 16-09-2020, 08:30
  • რონალდ კუმანის პრიორიტეტი რომელუ ლუკაკუ იყო

    კატალონიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ახალი დამრიგებლის, რონალდ კუმანის პრიორიტეტული შენაძენი "ინტერის" თავდამსხმელი იყო, მაგრამ არა ლაუტარო მარტინესი, არამედ რომელუ ლუკაკუ.

    კატალონიის რადიოს ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს 27 წლის ბელგიელი იდეალურ თავდამსხმელად მიაჩნია და მისი მთავარი სამიზნე სწორედ რომელუ იყო, თუმცა კორონავირუსით შექმნილმა ეკომონიკურმა კრიზისმა ტრანსფერი შეუძლებელი გახადა.

    კუმანი და ლუკაკუ ერთად "ევერტონში" მუშაობდნენ. 2016/17 წლების სეზონში, ბელგიელმა პრემიერ ლიგაში 25 გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგად რჩება.

    ამის შემდეგ "ბარსა" მემფის დეპაიზე გადაერთო, მაგრამ კატალონიელები ნიდერლანდელის შესაძენად 25 მილიონი ევორს მობილიზებასაც კი ვერ ახერხებენ.

    რომელუ ლუკაკუმ, "ინტერში" ჩატარებულ სადებიუტო სეზონში, 51 თამაშში, თავი 34 გოლით გამოიჩინა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    basa7 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 14:25

    ციტატა: subo333
    basa7,
    არ ვთვლი, რომ ბარსას სათამაშო ფილოსოფია შესაცვლელია (საუკეთესოდ რჩება დღემდე ჩემთვის მსოფლიოში) უბრალოდ გარკვეულ კორექტირებებს საჭიროებს ჩემი აზრით და ლუკაკუ ამისთვის უალტერნატივო ვარიანტად მიმაჩნია. სამწუხაროა რო არ გამოდის ტრანსფერი.

    ვიცი რასაც გულისხმობ მაგრამ რამდენადაც ერთი მხრივ დიდებული იქნება მეორე მხრივ ვერაფერს იზამს ეს პრობლემა აქვს, აი მაგალითად თუნდაც სუფთა ტიკიტაკაში მისი ფასი ნულის ტოლი იქნება

    0
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    16 სექტემბერი 2020 13:34

    ლუკაკუ ბარსელონაში? ჰმ მართლაც მხეცია ეს მანიუში ვერ ივარგა თორე ევერტონმა და ინტერმა გამოიყენეს სწორად

    0
    გასულია
    subo333 გულშემატკივარი [?]

    16 სექტემბერი 2020 11:52

    basa7,
    არ ვთვლი, რომ ბარსას სათამაშო ფილოსოფია შესაცვლელია (საუკეთესოდ რჩება დღემდე ჩემთვის მსოფლიოში) უბრალოდ გარკვეულ კორექტირებებს საჭიროებს ჩემი აზრით და ლუკაკუ ამისთვის უალტერნატივო ვარიანტად მიმაჩნია. სამწუხაროა რო არ გამოდის ტრანსფერი.

    0
    გასულია
    basa7 Culé [?]

    16 სექტემბერი 2020 10:57

    გადასარევი ფორვარდია მაგრამ არანაირად არ ჯდება ბარსაში

    3
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 10:55

    ბიჯოოო ჰალანდი იყიდეთ მე თქვენი დედას რო მოვაკუტურდი ზურგზე

    2
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    16 სექტემბერი 2020 09:57

    გილოცავთ 😀

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV