"ბარსელონაში" ახალწვეულის დონით შეშფოთებულები არიან

  • 15-09-2020, 08:44
  • "ბარსელონაში" ახალწვეულის დონით შეშფოთებულები არიან

    თვენახევრის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" 19 წლის ბრაზილიელი შემტევი გუსტავო მაია შეიძინა. ფეხბურთელში, რომელსაც "სან პაულუს" პირველ გუნდში ჯერ ერთი თამაშიც არ ჰქონდა ჩატარებული, კატალონიელებმა 4.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც შეგვეძლო გვეთქვა, რომ რადგან ფეხბურთელი "ბარსამ" იყიდა, ესე იგი, ის მაღალი დონის მოთამაშეა. ბართომეუს მმართველობის პერიოდში, ეს ფრაზა სასაცილოდაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. ასე რომ, მაიაზე მხოლოდ ამ ფაქტით იმედებს ვერ დავამყარებდით, სხვა ხელჩასაჭიდი კი არაფერი გვქონდა - ფეხბურთელი საკმარისად ცნობილი არაა.

    ახლახანს კი Sport-ის ბლოგერმა, ჟოზეპ კაპდევილამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე გუსტავო მაიას დონით შეშფოთებულები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ მისი სათამაშო დონე "ბარსა ბ-საც" კი არ შეესაბამება.

    არადა, "ბარსელონამ" უფრო იაფად ტაკეფუსა კუბოს დაბრუნებაზე უარი თქვა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    15 სექტემბერი 2020 18:38

    ციტატა: azulgerana
    ფულებს ათეთრებს ბრაზილიაში თქო და არ გესმით

    ხო, როსელმა ასწავლა ეტყობა. გახსოვთ ნეიმარის მოყვანაში რამდენი მოხია. იმიტომაც იჯდა ორი წელი, პროსტა დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოუგროვეს და იმიტომ გამოუშვეს ვადამდე.

    1
    გასულია
    shu1987 ფანი [?]

    15 სექტემბერი 2020 17:50

    ბართომეუ რომ ქართული ტენდერებივით ჩარხავს ტრანსფერებს და ფულს იჯიბავს ფაქტია... დაიჭერენ აგერ ნახავთ..

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    15 სექტემბერი 2020 16:19

    ნეტა ერთი ესენი არ ახურებდნენ რაა ჯერ არც უთამაშია ბარსას ბ-ში და უკვე პროფესორობენ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    azulgerana Culé [?]

    15 სექტემბერი 2020 14:19

    ფულებს ათეთრებს ბრაზილიაში თქო და არ გესმით

    4
    --------------------
    ღადობარსა :)))
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    15 სექტემბერი 2020 11:12

    მერე გიკვირთ მესის რატო უნდა წასვლა ამ გუნდიდან 33 წლის აასაკშიო ...

    4
    --------------------
    ჩემი სტატია ფორუმზე ^^ -

    ⬇⬇⬇⬇⬇⬇⬇

    https://barcamania.ge/forum/62918-chemi-revolutsia.html


    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça
    გასულია
    Giorgi99 წევრი [?]

    15 სექტემბერი 2020 10:33

    აი კიდევ ერთი მაგალითი ბართომეუ შემოგზავნილი ვირთხაა მადრიდიდან

    5
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    გასულია
    basa7 Culé [?]

    15 სექტემბერი 2020 10:09

    რა სისულელეა, რაც ნანახი მაქვს ძალიან კარგი ჩანს და ისე ადვილად ბარსა არ იყიდდა გამორიცხულია. სავარაუდოდ აქ შეიძლება ფიზიკური მომზადების დონეზე იყოს საუბარი

    2
    გასულია
    NeymardaSilva წევრი [?]

    15 სექტემბერი 2020 09:57

    :)))))))))))))))))))))))))))

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV