"ბარსელონა" ახლოსაა საკლუბო რეკორდის გამეორებასთან

"ბარსელონა" ახლოსაა საკლუბო რეკორდის გამეორებასთან

კატალონიის "ბარსელონა" ახლოსაა გაიმეოროს თავისი რეკორდი. მათი რეკორდი ჯერჯერობით 26 მატჩია, ანუ "ბლაუგრანამ 26 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად პრიმერა დივიზიონში. რაც შეეხება ამ სეზონს, ლურჯ–ბროწეულისფერებმა გუშინ "სარაგოსასთან" შეხვედრაში გამარჯვებით ზედიზედ 25–ე მატჩი არ წააგეს. ეს იმას  ნიშნავს, რომ "ბარსამ" ერთიც რომ მოიგოს ან ფრე ითამაშოს ისინი გაიმეორებენ თავიანთ რეკორდს. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან შემდეგ ტურში მათი მოწინააღმდეგე სტუმრად "სევილია" იქნება. თუკი "სევილია" გადაილახება მაშინ რეკორდის გაუმჯობესების უდიდესი შანსიც იქნება იმიტომ, რომ ამის შემდეგ კატალონიელები "ხეტაფეს" უმასპინძლებენ. "ხეტაფე" მეთერთმეტე ადგილს 33 ქულით იკავებს, ხოლო "სევილია" 38 ქულით მერვე ადგილზეა.

 

პ.ს. ეს გახლავთ ჩემი მე–400 სტატია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.